ხუთშაბათი, ოქტომბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობარა არის ქერტლი და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში?

რა არის ქერტლი და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში?

avia.ge

რა არის ქერტლი და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში?

ქერტლი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის თმიანი ნაწილის საფარის აქტიური გამოშრობა. სოკოვანი დაავადებები, ფსორიაზის გართულება; არასწორი კვება; თავის იშვიათი დაბანა; ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები; თმის მოვლის არასწორად შერჩეული საშუალებები; თმის ხშირი შეღებვა; იმუნიტეტის დაქვეითება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები; ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა. ყველა ზემოთ ნახსენები შეიძლება გახდეს მიზეზი ქეტლის გაჩენის.

დაავადებას ახასიათებს: თავის კანზე ცხიმიანი ან გამომშრალი თეთრი ნადების გაჩენა. თმის სიმშრალე, ცხიმიანობა ან მტვრევადობა. თმის ფერის გახუნება. თავის კანის ქავილი. თმის ცვენა.

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. თმის მოვლის სამკურნალო საშუალებებს. თავის კანის მიკრომასაჟს. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური (NHS) გირჩევთ გამოიყენოთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს: •თუთიის პირიტიონი: ამ ნივთიერებას აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. • სალიცილის მჟავა: მას შეუძლია კანი გაათავისუფლოს აქერცვლისგან.

ქერტლის მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია:1. დაბანამდე თმა დაივარცხნეთ ნაზად.

2. ყოველდღე დაიბანეთ თავი, ეს შეიძლება იყოს საკმარისი ქერტლის შესამცირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პრობლემებს.

3. 1 ს/კ ძმარი ჩაასხით მინის თასში (გამოიყენეთ მხოლოდ 5% -იანი ხსნარი) და ნაზად შეიზილეთ თმაზე რბილი ღრუბლის გამოყენებით. ჩაის ხის ზეთი ოდნავ გაათბეთ წყლის აბაზანაში და ნაზი მოძრაობების გამოყენებით შეიზილეთ იგი თმებში, გადაანაწილეთ თავის კანის მთელ სიგრძეზე. 15 წუთში ჩამოიბანეთ.

4. შეურიეთ ორი კვერცხის გული 1 ლიმონის წვენით და აბუსალათინის ზეთის რამდენიმე წვეთი. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !