ხუთშაბათი, ოქტომბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაეს გაგაოცებთ,მაგრამ ნახეთ თბილი წყლის სარგებელი უზმოზე

ეს გაგაოცებთ,მაგრამ ნახეთ თბილი წყლის სარგებელი უზმოზე

avia.ge

წყალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე. იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და კარგად გამოიყურებოდეთ, თქვენ უნდა დალიოთ ის ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით.

თუ წყალს უზმოზე დალევთ, თქვენს ორგანიზმს საოცარი რამ დაემართება. იაპონიის სამედიცინო ასოციაცია ამტკიცებს, რომ უბრალო წყალი, უზმოზე დალეული, კურნავს თავის ტკივილს, გულის დაავადებებს, ბრონქიტს, საჭმლის მონელებას და სხვა!იდეალურ შემთხვევაში, წყალი სხეულის ტემპერატურაზე ერთი გრადუსით უნდა იყოს.ცივი წყალი აღიზიანებს ლორწოვან გარსს, მაგრამ თბილი წყალი უკეთესად შეიწოვება და განაახლებს ქსოვილის სითხეს.

თბილი წყალი ცარიელ კუჭზე

1. მეტაბოლიზმის დაჩქარება

თუ დილით უზმოზე დალევთ თბილ წყალს, მეტაბოლიზმი დამატებით ენერგიას მიიღებს. კვლევები აჩვენებს, რომ მეტაბოლიზმი 40 წუთში 30%-ით დაჩქარდება. თუ ჩვეულებრივი წყლის დალევა ძალიან მოსაწყენი გეჩვენებათ, დაამატეთ მას ლიმონის ნაჭერი.

2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

თბილი წყალი ხელს უწყობს კუჭის ფერმენტების გამომუშავებას, აზავებს კუჭის წვენს,ამცირებს მჟავიანობას და აორმაგებს საჭმლის მონელების პროცესს.

3. ბუნებრივი დეტოქსი

დილით თბილი წყალი შლის ტოქსინებს ნაწლავებიდან და წმენდს საშარდე გზებს. თუ თქვენი შარდი მუქი ფერისაა, ეს ნიშნავს, რომ დეჰიდრატირებული ხართ და მეტი სითხის დალევა გჭირდებათ.

4. ამცირებს ტკივილს

მენსტრუალური და სხვა ტკივილები, რომლებიც გამოწვეულია კუნთების კრუნჩხვით,გაცილებით ნაკლებად შეგაწუხებთ. საქმე ისაა, რომ წყლის სიცხეს აქვს ანტისპაზმური ეფექტი.

5. ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას

ავიცენამაც კი აღწერა თბილი წყლის სასარგებლო თვისებები. მკურნალს სჯეროდა, რომ ასაკთან ერთად ჩვენი ორგანიზმი შრება. მართლაც, ყოველწლიურად ორგანიზმში წყლის რაოდენობა მცირდება. ეს იწვევს კანის ელასტიურობის დაკარგვას, ნაოჭებს და სახსრების ტკივილს. ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა დალიოთ საკმარისი წყალი.

წყალი ყოველთვის დალიეთ პატარა ყლუპებით, შეგიძლიათ ოდნავ ჩაიდოთ პირში.

თუ წყალს უზმოზე სვამთ, შედეგების შესახებ კომენტარებში გვითხარით. ასევე, არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს, დაე, ყოველ დილით დაიწყონ ამ პროცედურის გაკეთება!

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !