ხუთშაბათი, ოქტომბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობარვა შვილი, თხუთმეტი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი გავზარდე ამ მცენარეული ჩაის სასწაულმოქმედი...

რვა შვილი, თხუთმეტი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი გავზარდე ამ მცენარეული ჩაის სასწაულმოქმედი ძალის წყალობით – ყოველთვის ჯანმრთელად მყავს ისინი…

avia.ge

რვა შვილი, თხუთმეტი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი გავზარდე ამ მცენარეული ჩაის სასწაულმოქმედი ძალის წყალობით – ყოველთვის ჯანმრთელად მყავს ისინი…

რვა შვილი, თხუთმეტი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი გავზარდე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა — ჩემს მრავალრიცხოვან ოჯახს ავადმყოფობა მუდამ გვერდს უვლიდა.

ალბათ ამის საიდუმლო მცენარეებისგან მომზადებულ ჩაიში იმალება. ამ ჩაის სმის
ტრადიცია ჩვენს ოჯახში ბებიამ დაამკვიდრა. იგი სამკურნალო მცენარეების შეგროვებით იყო გატაცებული.

სარდაფში მუდამ ეკიდა ხმელი კონები, მათგან ჩაის გვიმზადებდა და გვასმევდა. როცა ბებიამ მცენარეებისადმი ჩემი ინტერესი დაინახა, ბევრი სამკურნალო ნაყენის მომზადება მასწავლა. მინდა, რამდენიმე მათგანის რეცეპტი თქვენც გაგაცნოთ.

ორგანიზმის მომაძლიერებელი:

აურიეთ თანაბარი რაოდენობით (მაგალითად, თითო ჩაის კოვზი) ყანის ჩიტისთვალა, ტარხუნა, მარწყვის ფოთოლი, მაყვლის ფოთოლი და ჟოლოს ფოთოლი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 10-15 წუთით.

გამაახალგაზრდავებელი:

აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი კოწახური და 4 ჩაის კოვზი ასკილის ნაყოფი. 1-2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

გამწმენდი:

აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი მარწყვის ფოთოლი, თითო ჩაის კოვზი ჟოლოს ფოთოლი, ფურისულა, კვრინჩხის ფოთოლი, მაყვლის ფოთოლი. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დაახურეთ და გააჩერეთ 5-10 წუთით. ეს ჩაი უნდა სვათ ყოველდღე რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუ მოახერხებთ, დღეში 2-3-ჯერაც კი.

იმუნიტეტის ასამაღლებელი: 

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის (მაგალითად, თითო ჩაის კოვზი) ცაცხვის ყვავილი, ასკილის ნაყოფი, ბარამბოს ფოთოლი და პიტნა. 1-2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ. მიიღეთ 2-3 კვირის განმავლობაში დილა-საღამოს, ნახევარ-ნახევარი ჭიქა.

მნიშვნელოვანი რჩევები როგორ მოვაძლიეროთ ორგანიზმი

იმუნური სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე რჩევის გათალისწინება : კარგი კვება, ხელის ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა , სტრესის შემცირება და ძილის რეჟიმის მოწესრიგება .

იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად ერთ ერთი უმთავრესი როლი საკვებ პროდუქტებს ენიჭება, რომელთა შორისაც უმთავრესებს ქვემოთ გაგაცნობთ :

ყველასათვის ცნობილია C ვიტამინის გამორჩეული როლი იმუნური სიძლიერისთვის , შესაბამისად მას უმთავრესად ქიმიურად დამუშავებული , მედიკამენტოზური ფორმით მოიხმარენ ხოლმე . თუმცა ბუნებაში არსებული სხვა და სხვა პროდუქტების საშუალებით ამ ვიტამინის ბუნებრივი გზით შევსებაც შეგვიძლია. ასეთია მაგალითად : ციტრუსები: ლიმონი, ფორტოხალი, ლაიმი, მანდარინი , გრეიფუტი . ამ ხილს მაღალი მაღალი ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვთ , რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმუნიტეტის სიძლიერისთვის. გარდა ციტრუსისა C ვიტამინის წყაროდ ასევე მოიაზრება ბროკოლი , მარწყვი ,ჟოლო, ბულგარული წიწაკა . ბროკოლი გარდა C ვიტამინისა ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს A,E ვიტამინს, კალიუმს და სხვა ანტიოქსიდანტებს . ასევე C ვიტამინით ძალიან მდიდარია ბულგარული წიწაკა –1 ცალი წიწაკით შესაძლებელია მთელი დღის საჭირო C ვიტამინის მარაგის შევსება.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !