ოთხშაბათი, დეკემბერი 7, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგავიხსენე დედამთილისგან ნასწავლი ხალხური მეთოდები: 10 დღეში მოვურჩინე ჩემს ბიჭს დაჟეჟილობა და...

გავიხსენე დედამთილისგან ნასწავლი ხალხური მეთოდები: 10 დღეში მოვურჩინე ჩემს ბიჭს დაჟეჟილობა და ნაღრძობი ფეხზე!

flekosteli

გავიხსენე დედამთილისგან ნასწავლი ხალხური მეთოდები: 10 დღეში მოვურჩინე ჩემს ბიჭს დაჟეჟილობა და ნაღრძობი ფეხზე!

ჩვენი სხეული ეყრდნობა ფეხებს, რომლებზეც ძალიან დიდი დატვირთვა მოდის მთელი დღის განმავლობაში. კიდევ უფრო მეტად კი ჩვენ ვაწვებით ტერფს. ალბათ ამიტომ არის, რომ წვივ-კოჭის ამოვარდნას სულ უფრო და უფრო ხშირად მკურნალობენ საზღვარგარეთ.

წვივ-კოჭის სახსრის სიჯანსაღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, ვინც სპორტს მისდევს, არამედ მათთვისაც, ვინც აფასებს თავის ჯანმრთელობას და სურს, რომ კარგად გრძნობდეს თავს, რადგან ასეთმა ტრავმებმა მომავალში შეიძლება თავი იჩინონ და არასასიამოვნო სურპრიზები მოგვიწყონ. სწორედ ამიტომ არის მნიშნელოვანი მათი დროული მკურნალობა.

ჩემი ვაჟი ბავშვობიდანვე ცელქი და ხიფათიანი იყო. ხან ხელს მოიტეხდა, ხან ფეხს გაიჭრიდა. კოპებსა და გადაყვლეფილ მუხლებზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ, დავიტანჯეთ ჩვენც და ისიც.

ერთხელ, ზაფხულში, ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი საშინლად გაუსივდა. დადიოდა კი არა, ფეხს მიწაზე ვერც კი ადგამდა. იმ დროს სოფელში ვიყავით, საიდანაც.სამედიცინო დაწესებულებამდე შორი იყო, მანქანა კი არ გვყავდა.

გავიხსენე დედამთილისგან ნასწავლი ხალხური მეთოდები და ერთ კვირაში ჩემი ბიჭუნა ჩიტივით დაფრინავდა. მინდა რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

დარჩეული ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან კარგად დანაყეთ. თავის ზეთიანად დაიფინეთ ნაღრძობზე და მაგრად შეიხვიეთ.

– ნაღრძობ და შესივებულ ადგილზე დაიდეთ ასეთი საფენი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი არაყი და ამდენივე მზესუმზირას ზეთი, აურიეთ ერთმანეთში, ამ ნარევში დაასველეთ დოლბანდი, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მტკივან ადგილას. გაიჩერეთ მთელი ღამე. უხდება დაჟეჟილობასაც.

დაჟეჟილ კუნთზე ჯერ ყინული დაიდეთ 10-15 წუთით, მერე ქაფურის სპირტით დაიზილეთ.

კარგად მოხარშეთ 0,5 კგ ხმელი თეთრი ლობიო, დასრისეთ და მიღებული მასა დაიდეთ მტკივან ადგილას. შეიხვიეთ მკვრივი პირსახოცით. გაიჩერეთ მთელი ღამე.

თელის ფესვი წვრილად დაჭერით და წვენი გამოხადეთ. ადუღეთ, სანამ მასა წებოსავით არ გახდება. წაისვით ნაღრძობ ადგილას და დოლბანდით შეიხვიეთ. გაიმეორეთ სამჯერ.

თუ მოტეხილი ადგილი გტკივათ, აიღეთ 1 ჩაის კოვზი კარგად დაფქული თეთრი შაბი, დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა, კარგად გაქენით, წაუსვით ნაჭერზე და დაიდეთ მტკივან ადგილას. გაიჩერეთ 4-5 საათი.

როცა ამ ნახვევს მოიხსნით, აიღეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1-1,5 ჩაის კოვზი პურის ფქვილი, კარგად ათქვიფეთ, წაუსვით ნაჭერზე და დაიდეთ მტკივან ადგილას. კარგად შეიხვიეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !