სამშაბათი, დეკემბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგაასუფთავეთ ღვიძლი ამ სასმელის დახმარებით! (რეცეპტი)

გაასუფთავეთ ღვიძლი ამ სასმელის დახმარებით! (რეცეპტი)

flekosteli

გაასუფთავეთ ღვიძლი ამ სასმელის დახმარებით! (რეცეპტი)

საოცარი სარგებელი, რომელიც შესაძლოა ამ პროდუქტისგან მიიღოთ!

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელზეც სერიოზულ გავლენას ახდენს სწრაფი კვება და დამუშავებული საკვები. ღვიძლის ფუნქციაა საკვების, ცხიმების დამუშავება და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა.

როდესაც ეს ორგანო გამართულად არ ფუნქციონირებს, ის უარყოფითად მოქმედებს სხეულის ყველა სხვა ორგანოზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ღვიძლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ღვიძლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი მოიცავს არა მარტო ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას და პროცედურების ჩატარებას, არამედ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გზებითაც შეგიძლიათ მას დაეხმაროთ. უარი თქვით ყველანაირ ალკოჰოლურ საშუალებაზე და გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული გასაოცარი საშუალებები. დღეს ერთ ერთ მათგანს გაგაცნობთ!

ეს სასმელი ღვიძლისა და მთელი ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ.

საჭირო ინგრედიენტები:

– 125 გრ ახალი კომბოსტო
– 1 ლიმონი, 25 გრ ნიახური
– 250 გრ ახალი მსხალი
– ჯანჯაფილის ნაჭერი (2 სმ)
– 500 მლ წყალი, 10 გრ პიტნა

მომზადების წესი შემდეგნაირია:

მსხალი, კომბოსტო, ნიახური და კოჭა(იგივე ჯანჯაფილი) დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ბლენდერში და დავასხათ ერთი ჭიქა წყალი. საფუძვლიანად აურიეთ. შერევის შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი, დარჩენილი წყალი და პიტნა. შეურიეთ კიდევ ერთხელ. დალიეთ ეს სასმელი დღეში ორჯერ: დილით და საღამოს.

აღნიშნული საშუალებით არა ერთს უსარგებლია და დაგვერწმუნეთ მათი შედეგი მართლაც გასაოცარია! თქვენ არანაირი ზედმეტი თანხების დახარჯვა აღარ მოგიწევთ, უბრალოდ გამოიყენეთ ნაცნობი ინგრედიენტები გასაოცარი ნაზავის მისაღებად.

გახსოვდეთ ისიც, რომ ამ კონკრეტულ სასმელს დადებითი შედეგიმხოლოდ რეგულარული მიღების შემდგომ აქვს, ამიტომაც ნუ დაიზარებთ!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !