ოთხშაბათი, დეკემბერი 7, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობამან ეს ორი ინგრედიენტი შეურია ერთმანეთს. უკვე 15 წუთში გაოცებული დარჩა შედეგით!...

მან ეს ორი ინგრედიენტი შეურია ერთმანეთს. უკვე 15 წუთში გაოცებული დარჩა შედეგით! აი რა მოხდა…

flekosteli

მან ეს ორი ინგრედიენტი შეურია ერთმანეთს. უკვე 15 წუთში გაოცებული დარჩა შედეგით! აი რა მოხდა…

ლეღვის მწიფე ნაყოფი გაჯერებულია შაქრებითა და ორგანული მჟავებით. ზოგიერთი ჯიში 71%-მდე შაქარს შეიცავს. ეს არის გლუკოზა, ლევულოზა, საქაროზა, შედარებით ნაკლები რაოდენობით არაბინოზა, სედოჰენტულოზა და მანოჰეპტულოზა. მჟავებიდან ნაყოფში უმთავრესად ლიმონმჟავა შედის. მწიფე ლეღვში აღმოჩენილია აგრეთვე გლიცერინის მჟავა. კაროტინი მასში ძალიან მცირე რაოდენობითაა, სამაგიეროდ უხვადაა პექტინები, რკინა და სპილენძი.

ლეღვის სასარგებლო თვისებები:

თუ შიმშილის გრძნობა გაწუხებთ და რაც მთავარია, დაღლილი ხართ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ლეღვი. ის უნიკალურად ანაყრებს, ენერგიითა და ხალისით ავსებს ადამიანს. ამასთან ბევრი ხილისაგან განსხვავებით ლეღვი არ იწვევს წყურვილს.

ლეღვით მკურნალობენ მოწამვლებს, რადგანაც ის ხელს უწყობს კუჭის ფუნქციობის ნორმალიზებას, აქტიურად ასტიმულირებს ღვიძლსა და თირკმელებს. ლეღვი სასარგებლოა ანგინის დროს.

ამისთვის ლეღვი ცხელ რძეში უნდა მოხარშოთ. დაახლოებით 5-6 ცალი ლეღვი ორ ჩაის ჭიქა რძეში ადუღოთ იმდენ ხანს, რომ ნახევარზე ცოტა ნაკლები რძე აორთქლდეს. მეოთხედი ჭიქა ნახარში ყლუპ-ყლუპად უნდა მიირთვათ დღეში რამდენჯერმე. ყელის ტკივილი უმალ დაგიამდებათ და ხმის ჩახლეჩაც უკან დაიხევს.

აღნიშნული საშუალება ხსნის ხველას, აქვს აგრეთვე  სიცხის დამწევი  მოქმედება. მშრალი ხველის დროს აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე და მასში 4 ცალი მწიფე ლეღვი მოხარშეთ. ამის შემდეგ ნაყოფი კარგად გასრისეთ და მიირთვით თბილ-თბილი, სამ ჯერზე.

ლეღვი რეკომენდებულია ტაქიკარდიისა და თრომბოზებისადმი მიდრეკილების მქონე პირთათვის.

ასევე ანემიებითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

ლეღვი სასარგებლოა ბრონქული ასთმის დროსაც. მცენარის მწიფე ნაყოფი მდიდარია კალიუმით, რომლის ნაკლებობაც ორგანიზმში ჩონჩხისა და გულის კუნთის მუშაობის დარღვევებს განაპირობებს.

კალიუმის მწვავე დეფიციტმა შესაძლოა  მწვავე ნევრალგიას მისცეს დასაბამი. ლეღვში უხვადაა რკინა. მისი უგემრიელესი ნაყოფი  ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

ლეღვის სიროფი შესანიშნავი საფაღარათო საშუალებაა. უმნიშვნელო ჭრილობების შესახორცებლად, ნახეთქებისა და სიმსივნური წარმონაქმნების დასარბილებლად  გამოიყენება მწიფე ნაყოფის ფაფა.

ლეღვის ფოთლებისაგან გამოყოფილ ეთერზეთს გააჩნია ბაქტერიციდული, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ლეღვის ენერგეტიკული ღირებულება 300 კილოკალორიაა 100 გრამზე.

სამკურნალო რეცეპტი ვაშლის ძმრით და ლეღვით

  • 60 გრ. ნატურალური ვაშლის  ძმარი
  • 3 ლეღვის ჩირი

მომზადებისა და დამუშავების მეთოდი

აიღეთ სამი ლეღვი ჩირი ჩადეთ ქილაში,  დაასხით ძმარი. მთელი ღამე გააჩერეთ და დილას მიირთვით.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !