ოთხშაბათი, დეკემბერი 7, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობათუ ეს დაავადებები გაწუხებთ, მაშინ დროა მოიშველიოთ დაფნა! ზოგჯერ ხალხური რეცეპტები უფრო...

თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, მაშინ დროა მოიშველიოთ დაფნა! ზოგჯერ ხალხური რეცეპტები უფრო ეფექტურია…

flekosteli

თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, მაშინ დროა მოიშველიოთ დაფნა! ზოგჯერ ხალხური რეცეპტები უფრო ეფექტურია…

დაფნა არის მარადმწვანე ხე ან ბუჩქი. მისი სიმაღლე მერყეობს 6-8 მ. მისი ქერქის არის მუქი ნაცრისფერი. აქვს სპეციფიკური სასიამოვნო სურნელი. დაფნის ხის ფოთლები მუქი მწვანეა და ბოლოში წვეტიანი როგორც სურათზეა ნაჩვენები.

დაფნა არის სუნელი რომელიც გამოიყენება კულინარიაში. მას ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი მცენარე რომელსაც გამოყენების ასეთი ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.

შემადგენლობა

დაფნის ფოთლის შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, ცინეოლი, 65 კომპონენტი მათ შორის რუტინი. კალიუმი, რკინა, სელენი, მანგანუმი, თუთია, სპილენძი. ასევე შეიცავს ვიტამინებს B, PP, A, C.

დაფნა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ფოთლები უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო ის ძლიერ დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე.

ფოთოლი გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

დაფნის ფოთოლი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • საერთო დამბლა.
  • სახის ნერვის დამბლა.
  • ღვიძლის და ელენთის სიმსივნე.
  • ყელის სიმსივნე.
  • კოლიტი.
  • სახსრების ტკივილი.
  • თავის და ყურის ტკივილი.
  • ღვიძლის ტკივილი.
  • რევმატული ართრიტი.
  • ნიკრისის ქარი.
  • სპასტიკური ტკივილი შაქრიანი დიაბეტის დროს.
  • სუსტი იმუნიტეტი.
  • უმადობა.
  • უძილობა.
  • მაღალი შაქარი სისხლში.
  • ბუასილი.
  • ოსტეოქონდროზი.
  • ფაორიაზი.
  • ცისტიტი.
  • სპაზმები.
  • ფეხის ოფლიანობა და არასასიამოვნო სუნი.

მინდა გაგანდოთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც დავამარცხე საჯდომი ნერვის ანთება. ისეთი ძლიერი ტკივილები მქონდა, სასწრაფო დახმარებას დღეში 2 ჯერ ვიძახებდი. მერე ეს წამალი მასწავლეს და ამოვისუნთქე.

აიღეთ 5ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით, გაწურეთ, სვით პატარ-პატარა ყლუპებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ.

დაფნის ფოთლის საშუალებით შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების გაუმჯობესება.

ჩაყარეთ თერმოსში 10 ფოთოლი და დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 დღე-ღამე, მერე გადმოწურეთ და დალიეთ 50 მლ ჭამამდე 10 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ ორი კვირის განმავლობაში.

ბაბუაწვერასგან მოამზადებთ ნაყენს, რომელიც სისხლსა და ღვიძლს წმენდს.

აიღეთ 2 სადილის კოვზი ბაბუაწვერას გამომშრალი ფესვი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააგრილეთ 40 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და სვით დილა-საღამოს თითო ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე 10 დღის განმავლობაში.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !