სამშაბათი, დეკემბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeსილამაზეასპირინით მომზადებული სახის ეს ნიღაბი საოცრებებს ახდენს კანზე! სამუდამოდ დაემშვიდობეთ პიგმენტურ ლაქებს...

ასპირინით მომზადებული სახის ეს ნიღაბი საოცრებებს ახდენს კანზე! სამუდამოდ დაემშვიდობეთ პიგმენტურ ლაქებს და გამონაყარს!

flekosteli

ასპირინით მომზადებული სახის ეს ნიღაბი საოცრებებს ახდენს კანზე! სამუდამოდ დაემშვიდობეთ პიგმენტურ ლაქებს და გამონაყარს!

დერმატოლოგები გამოყოფენ 2 სახის აკნეს: ანთებითი და არაანთებითი.

არაანთებითი აკნეს დროს კანზე შავი და თეთრი წერტილები ჩნდება. ანთებითი აკნესთვის დამახასიათებელია სიწითლე, შეშუპება, მტკივნეული გამონაყარი, როგორიცაა პუსტულა, მუწუკი.

აკნე სამკურნალოდ ძალიან ბევრი ურეცეპტო საშუალება არსებობს, მათ შორისაა სალიცილის მჟავა და წყალბადის ზეჟანგი. აკნეს სამკურნალო შინაურული საშუალებების პოპულარობის ზრდასთან დაკავშირებით ზოგიერთ სხვა არატრადიციულ საშუალებაზე, კერძოდ ასპირინზე გიამბობთ. ნახეთ, რატომ არის სასარგებლო ასპირინი და როგორ გამოიყენოთ უსაფრთხოდ აკნეს დროს.

ასპირინი ცნობილია, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ასპირინში შედის აცეტილსალიცილის მჟავა. ეს ინგრედიენტი წარმოებული სალიცილის მჟავაა.

სალიცილის მჟავა აკნეს სამკურნალოდ მეცნიერულად დადასტურებული მეთოდია. მას გამომშრობი ეფექტი, რომელიც ზედმეტ ცხიმს და კანის მკვდარ უჯრედებს გაშორებთ. ის კანს გამონაყარისგან წმენდს და ახალი აკნეს და შავი წერტილების გაჩენას თავიდან გაცილებთ. თუმცა აკნეს მკურნალობაში აცეტილსალიცილის მჟავის ეფექტურობა მეცნიერული კვლევებით დადასტურებული არაა.

დღესდღეობით არსებული კლინიკური კვლევების შედეგები საშუალებას გვაძლევს ასპირინი კანის ანთებითი დაავადების სამკურნალო საშუალებად განვიხილოთ. ითვლება, რომ ასპირინი როზაცეის, ფსორიაზული ართრიტის და კანის სიმსივნის დროს ანთების შემცირებას ხელს უწყობს.

თანამედროვე კოსმეტოლოგიამ ძალზედ შეიყვარა ეს ნიღბები მისი თვისებების გამო: ანთებების სწრაფად ჩაცხრობა, აკნესთან ეფექტური ბრძოლა, კანის დეფექტების მოცილება. დღეს ჩვენ ნიღბის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

რას მოგიტანთ ეს პროცედურა? 

  • გაწმენდს კანს
  • შეავიწროვებს ფორებს
  • შეამცირებს ცხიმის გამოყოფას
  • ხელს შეუშლის გამონაყარისა და მუწუკების წარმოშობას
  • ასპირინის ნიღბები სახისთვის

რეცეპტი #1.კლასიკური ნიღაბი.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად, დაფქვით 6 აბი ასპირინი, დაასხით 1 ჩ.კ. წყალი, კარგად მოურიეთ. მიღებული მასა ფრთხილად შეიზილეთ კანზე და გაიჩერეთ 5 წუთით. ჩამოიბანეთ მასაჟის მოძრაობებით ცივი წყლით. რეცეპტი უფრო ეფექტური რომ გამოდგეს, გაიმეორეთ პროცედურა 10 დღის განმავლობაში დღეგამოშვებით. შემდეგ დაასვენეთ კანი 7 დღით და კვლავ გაიმეორეთ კურსი.

რეცეპტი #2. სახის გამწმენდი ნიღაბი ასპირინით.

ასეთი ნიღაბი უხდება ყველა ტიპის კანს. ძირითადი ინგრედიენტები – 4 აბი ასპირინი და 1 ს.კ. თაფლი. მშრალი კანისთვის დაამატეთ ½ ჩ.კ. ჟოჟობას ზეთი, ცხმინიანისთვის – ½ ჩ.კ. წყალი.
კარგად მოურიეთ ინგრედიენტები და დადგით წყლის აბაზანაზე, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

  • გაიწმინდეთ კანი და წაისვით მიღებული მასა ფრთხილად.
  • გაიჩერეთ 20 წუთით და დაიბანეთ თბილი წყლით.
  • გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ნიღაბი ეფექტურად ებრძვის აკნესგან გამოწვეულ ინფექციებს,  არბილებს კანს და ანიჭებს სიგლუვეს.

რეცეფტი #3. ამ ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ასპირინი 3 აბი
  • ლიმონის წვენი (30 მლ) 3 ს. კ.

მომზადების წესი:

ასპირინი წმინდად დაფხვენით, დაამატეთ ლიმონის წვენი და აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ლიმონის წვენი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თბილი წყლით ან თაფლიანი მაწვნით.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !