სამშაბათი, დეკემბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeსილამაზესულ მიკვირდა ბებოს მუდამ რატომ ედო ვაზელინი ჩანთაში. რაც მისი სარგებლის შესახებ...

სულ მიკვირდა ბებოს მუდამ რატომ ედო ვაზელინი ჩანთაში. რაც მისი სარგებლის შესახებ შევიტყვე, დავრწმუნდი, რომ ამაზე ეფექტური არაფერი გამომიცდია!

flekosteli

სულ მიკვირდა ბებოს მუდამ რატომ ედო ვაზელინი ჩანთაში. რაც მისი სარგებლის შესახებ შევიტყვე, დავრწმუნდი, რომ ამაზე ეფექტური არაფერი გამომიცდია!

ვაზელინი არის მაზის (ჟელეს) მაგვარი თეთრი სითხე რომელსაც არც სუნი აქვს და არც გემო.

ვაზელინი მედიცინაში:

გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება. გარდა ამისა მას კოსმეტიკაში იყენებენ როგორც ცხიმოვან ბაზას. ის გამაოიყენება როგორც კრემებში ასევე აქრცვლის საწინააღმდეგო მაზებში და ა.შ.

  1. არბილებს დამსკდარ და გამომშრალ ტუჩებს და ანიჭებს მათ შესანიშნავ მბზინვარებას.
  2. არბილებს გაუხეშებულ კანს და ქუსლებს.
  3. ატენიანებს ნუნებს.
  4. აშორებს მაკიაჟს თვალებიდან და სახიდან.

ვაზელინის გამოყენება:

მაზი დაიტანეთ კანის იმ უბანზე რომელიც საჭიროებს დატენიანებას და დარბილებას. შეიზილეთ ნელი წრიული მოძრაობებით.

ვაზელინი უნივერსალური და შეუცვლელი საშუალებაა, რომელიც ყველა ადამიანის ოჯახში უნდა იყოს.

ამიტომაც, გთავაზობთ მისი გამოყენების 15 გზას:

  1. ტუჩსაცხმა რომ კბილები არ დაგისვაროთ, ტუჩებზე ცოტაოდენი რაოდენობის ვაზელინი წაისვით.
  2. ვაზელინიანი ბამბის ტამპონით გახუნებული ფეხსაცმელი ახალს დაემსგავსება.
  3. ლაქი რომ აკურატულად წაისვათ, კანზე ვაზელინი წაისვით.
  4. ვაზელინით შეგიძლიათ, მაკიაჟიც მოიშოროთ.
  5. ეს სასწაულებრივად მოქმედი საშუალება კანსაც არბილებს.
  6. თუ სამოსზე მაკიაჟის ლაქები დარჩა, ვაზელინი რბილ ნაჭერს წაუსვით და ასე დასვრილ ადგილებს გააქრობთ.
  7. ფეხის კოჟრებისგან გასათავისუფლებლად, პრობლემურ ადგილებში, ძილის წინ, ვაზელინი წაისვით და წინდები ჩაიცვით. მეორე დღესვე, შვებას იგრძნობთ.
  8. თმის გაყოფილ ბოლოებში ვაზელინი წაისვით. ის მათ გამაგრებაში დაეხმარება.
  9. ვაზელინი შეცვლის სახის კანის ფერის გამაღიავებელ საცხებს.
  10. ამბობენ, რომ ვაზელინი წამწამებს გაზრდაში ეხმარება.
  11.  თუ სამოსის ელვა გაიჭედა, მას ვაზელინი წაუსვით.
  12. თუ იმ ადგილებში, სადაც სუნამოს ისხამთ, ვაზელინს წაისვამთ, სურნელი უფრო დიდხანს გაგყვებათ.
  13. იოლად და აბსოლუტურად უმტკივნეულოდ საყურის გასაკეთებლად, ყურზე ჯერ ვაზელინი წაისვით.
  14. თუ გსურთ, რომ ავტო-რუჯი კანზე კარგად დაჯდეს, სხეულის მშრალ ადგილებში ვაზელინი წაისვით.
  15. ზღვის მარილთან ერთად, ვაზელინი ტანისთვის არაჩვეულებრივი სკრაბია.

ვფიქრობ ყველას დევს ეს უნიკალური პროდუქტი, რომლის სრული სარგებლის შესახებ ბევრმა არც კი იცის.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !