სამშაბათი, დეკემბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeსილამაზეჩემი ბებია 64 წლისაა და მას არანაირი კანის პრობლემა და ნაოჭები არ...

ჩემი ბებია 64 წლისაა და მას არანაირი კანის პრობლემა და ნაოჭები არ აქვს!

flekosteli

ჩემი ბებია 64 წლისაა და მას არანაირი კანის პრობლემა და ნაოჭები არ აქვს!

დღეს ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ ბებიაჩემის საიდუმლე რეცეპტის შესახებ. ის 64 წლისააა და მისი კანი იდეაურად გამოიყურება. თითქმის არც ერთი ნაოჭი არ აქვს. ის ამ ხნის განმავლობაში სულ იყენებს სახამელის ნიღაბს. მან გამიზიარა თავისი საიდუმლო რეცეპტი მეც და მინდა თქვენც გასწავლოთ.

სახის ნიღაბი სახამელის გამოყენებით

სცადეთ ეს სასწაული ნიღბები, რომელთა მთავარი ინგრედიენტი სახამებელია. ერთი პროცედურის შემდეგაც კი სახის კანი დაიჭიმება და ბზინვარება შეემატება!

მის მოსამზადელად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • ერთი სუფრის კოვზი სახამებელი
  • ერთი ჩაის კოვზი მარილი
  • ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
  • ცოტა თბილი რძე

მომზადების მეთოდი შემდეგნაერია:

აიღეთ ისეთი ზომის თასი, სადაც შეძლებთ ყველა ინგრედიენტის მოთავსებას. ამ თასში აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

აი როგორ უნდა გამოიყენოთ:

მიღებული მასა წაისვით გასუფთავებულ სახეზე. გააჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ნაზად მოაცილეთ ნარევის ნარჩენები ბამბის ტამპონით, შემდეგ კი დაიბანეთ სახე.

გარდა ამისა მინდა გაგაცნოთ კიდევ რამდენიმე რეცეპტი ბებიას წიგნაკიდან:

1. სახამებლისა და ვარდკაჭაჭას ნიღაბი

სახამებლის ნიღბები ამკვრივებს კანს, ატონიზირებს მას, ააქტიურებს კანში მიმდინარე შინაგან პროცესებს. დამატებითი ინგრედიენტები, რომლებიც ამ კოსმეტიკურ ნარევებშია, მხოლოდ აძლიერებს სახამებლის ეფექტს!

საჭირო ინგრედიენტები:

  • 4 ს. კ. სახამებელი
  • 4 ს. კ. არაჟანი
  • 3 ს. კ. ვარდკაჭაჭას ფხვნილი

მომზადებისა და გამოყენების მეთოდი:

შეურიეთ ნიღბის ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე. წაისვით ნაყენი გასუფთავებულ სახეზე. ჩამოიბანეთ ნიღაბი გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ.

2. სახამებლის ნიღაბი კვერცხის ცილით

ამ ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებას შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • ცოტა ადუღებული წყალი
  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • 0,5 ჩ.კ ლიმონის წვენი

მოზადების მეთოდი:

სახამებელი შეურიეთ წყალს პასტის წარმოქმნამდე. სახამებლის პასტაში შეიტანეთ 1 კვერცხის ცილა და ცოტა ლიმონის წვენი. აურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვენ უნდა მიიღოთ ბლანტი მასა, რომლის წასმაც მოსახერხებელი იქნება სახეზე.

გამოყენება:

წაისვით ნიღაბი გასუფთავებულ სახეზე და გაიჩერეთ 40 წუთი. მოიცილეთ პასტა თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

ნაოჭების სახამებლის ნიღაბი ჩაანაცვლებს ბოტოქსს! რაც უფრო ადრე დაიწყებთ ასეთი ნიღბების დამზადებას, მით უკეთესი, ნუ დაელოდებით კანის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების გამოჩენას.

აუცილებლად შეინახეთ და სცადეთ ეს რეცეპტები, არ ინანებთ!

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !