ორშაბათი, იანვარი 30, 2023
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობათუ შეკრულობა გაწუხებთ ეს რეცეპტები დაგეხმარებათ! უებარი და მარტივი საშუალებები!

თუ შეკრულობა გაწუხებთ ეს რეცეპტები დაგეხმარებათ! უებარი და მარტივი საშუალებები!

turebi iafadturebi iafad
flekosteli

თუ შეკრულობა გაწუხებთ ეს რეცეპტები დაგეხმარებათ! უებარი და მარტივი საშუალებები!

ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობას ნაწლავთა მოქმედება–დეფეკაცია დღე-ღამეში 1-2–ჯერ აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.

ჩვეულებრივ, შეკრულობად ითვლება ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით, შესაბამისად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია. დეფეკაციის გაძნელება სწორ ნაწლავში განავლოვანი მასების ხანგრძლივი დაყოვნების შედეგი და ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობაა.

ადამიანი განუწყვეტლივ დეფეკაციაზე ფიქრობს, ნაწლავებში სიმძიმეს გრძნობს, წუხს. ნორმაში ადამიანმა დღეში 150-160 გრამამდე განავალი უნდა გამოყოს. ფეკალური მასა არც თხელი უნდა იყოს და არც მკვრივი. ყოველი დეფეკაციის შემდეგ ადამიანს კმაყოფილების, კომფორტის შეგრძნება უნდა ჰქონდეს.

შეკრულობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ნაწლავების შემცირებული მოქმედება;
  • დაძაბვის მოთხოვნა ნაწლავთა მოქმედებისას;
  • მკვრივი ან მცირე ოდენობის განავალი;
  • სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება;
  • მუცლის ტკივილი.

რაც თავი მახსოვს, სულ შეკრულობა მტანჯავდა. კვირაში ერთხელ ძლივს გავდიოდი კუჭში, ისიც წამლების ან ოყნის დახმარებით. ბოლოს ვიკადრე, დავიწყე ხალხური აშუალებების ძებნა და რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს მართლაც მივაგენი. მოხარული ვიქნები, თუ ეს რეცეპტები სხვებსაც გამოადგებათ.

20 გრ დაქუცმაცებულ ხეჭრელის ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, 30 წუთით დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში, გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა ძილის წინ.

მიიღეთ 1 ჭიქა ყურძენი ან ყურძნის წვენი დღეში 3-ჯერ: პირველად დილით, უზმოზე, მეორედ — სადილამდე 1 საათით ადრე, ბოლოს — საღამოს.

180 გრ მაწონს შეათქვიფეთ 10 გმცენარეული ზეთი და ჩაის კოვზით ნელ-ნელა მიირთვით ძილის წინ. დილით 1 ს/კ თაფლი გახსენით 1 ჭიქა ცივ (ოთახის ტემპერატურის) წყალში და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.

150 გრ ალოეს წვენს შეურიეთ 300 გ თაფლი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ (დილით, უზმოზე, და ძილის წინ), თან წყალი მიაყოლეთ.

შეკრულობის დროს მიიღეთ 1/4-1 ჭიქა უმი კარტოფილის წვენი. საფაღარათო თვისებები აქვს მჟავე კომბოსტოს წვენს. მიიღეთ დღეში 1/2 ჭიქა, თბილი.

თუ მოგეწონათ სტატია, გაგვიზიარეთ კომენტარებში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit
varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !