ორშაბათი, იანვარი 30, 2023
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაშვიდი საკვები, რომელიც დაგეხმარებათ მაღალი წნევის შემცირებაში!

შვიდი საკვები, რომელიც დაგეხმარებათ მაღალი წნევის შემცირებაში!

turebi iafadturebi iafad
flekosteli

შვიდი საკვები, რომელიც დაგეხმარებათ მაღალი წნევის შემცირებაში!

თუ მაღალი წნევა გაქვთ, უნდა მოერიდოთ საკვებს, რომელიც შეიცავს უამრავ მარილს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიირთვან დღეში 6 გრამზე მეტი მარილი.

მარილი ხშირად „იმალება“ გადამუშავებულ საკვებში, როგორიცაა პური, საჭმლის, მარცვლეული. ექსპერტები გვირჩევენ, რომ მაღალი წნევის მქონე ადამიანებს განსაკუთრებით მოერიდონ გაყინული პიცის ყიდვას.

არტერიული წნევის ბუნებრივი გზით დასარეგულირებლად აუცილებელია ბოსტნეულის მირთმევა, რომელიც შეიცავს უამრავ კალიუმს, მაგნიუმს და ბოჭკოვან საკვებს და თავიდან აიცილოთ ბევრი ნატრიუმის შემცველი საკვები.

მაგალითად, კალიუმი ხელს უწყობს ჭარბი ნატრიუმის გამოყოფას შარდით, რითაც ამცირებს მაღალი წნევის რისკს. ბოსტნეულის ხუთი სახეობა, რომლებიც წარმატებით ამცირებს არტერიულ წნევას.

ექიმები გირჩევენ, რომ მიირთვათ რაც შეიძლება ხშირად: სალათის ფოთოლი, კომბოსტო, ხახვი, ისპანახი.

მინდა გაგაცნოთ რამდენიმე საკვები, რომელიც დაგეხმარებათ მაღალი წნევის შემცირებაში. ეს საკვები პროდუქტებია:

ყურძენი.

სამედიცინო ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ ქიშმიშის ყოველდღიური მოხმარება ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას პრეჰიპერტენზიის მქონე ჯგუფში (წნევა 140/90-მდე). სავარაუდოა, რომ ასეა ახალი ყურძნის შემთხვევაშიც, რის გამოც ის სეზონურად უნდა მიირთვათ.

კივი.

ამერიკის გულის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში სამი კივის ჭამა ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.

იისფერი ფესვიანი ბოსტნეული.

ამერიკული ქიმიის საზოგადოება ამტკიცებს, რომ მეწამული ძირეული ბოსტნეული, როგორიცაა მეწამული კარტოფილი (ამერიკული ჯიში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არის გავრცელებული) შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაქვეითებას.

Საზამთრო.

სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ საზამთრო ამცირებს არტერიულ წნევას. გარდა იმისა, რომ საზამთრო შეიცავს უამრავ კალიუმს, აქვს სპეციფიკური ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. ეს თვისება ყველაზე მეტად საზამთროს თესლს აქვს და ის საკვებად ვარგისია, ამიტომ, როცა საზამთროს მიირთმევთ, თავისუფლად გადაყლაპეთ რამდენიმე მარცვალი, თუ ეს უსიამოვნოდ არ გეჩვენებათ.

ბანანი.

როდესაც კალიუმზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ ბანანი, რომელიც კალიუმის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი წყაროა… ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ დაადგინა, რომ კალიუმის შემცველი საკვები უკეთესია არტერიული წნევის დასაწევად, ვიდრე კალიუმის ქლორიდის შემცველი დანამატები.

Facebook კომენტარები
aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit
varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !