ორშაბათი, იანვარი 30, 2023
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაბანანი და დარიჩინი: საუკეთესო კომბინაციის ჩაი ძილისთვის!

ბანანი და დარიჩინი: საუკეთესო კომბინაციის ჩაი ძილისთვის!

turebi iafadturebi iafad
flekosteli

ბანანი და დარიჩინი: საუკეთესო კომბინაციის ჩაი ძილისთვის!

დაივიწყეთ საძილე აბები სამუდამოდ!

გიჭირთ დაძინება? ხანდახან ჩვენ ყველას გვემართება ხოლმე ასე. თან დღესდღეობით კარგი ძილი საკმაოდ პრივილეგიაა, რადგან ჩვენი თანამედროვე ცხოვრება დღითი დღე უფრო სავსეა სტრესით. შედეგად ბუნებრივიცაა, რომ შეიძლება გაგიჭირდეთ დაძინება და დასვენება. ამ ყველაფერში კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მობილური ტელეფონების, კომპიუტერების და სხვა ელექტრონული მოწყობილობებისგან გამოწვეული სტრესი და ელექტრომაგნიტური სიხშირეები. კაშკაშა განათებამ და მრავალმა სხვა ფაქტორმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ნერვულ სისტემაზე და ძილის ჰორმონებზე, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს თქვენი ძილის ხარისხზეც.

რატომაა მნიშვნელოვანი სრუფასოვნად ძილი:

ბევრმა ფაქტორმა, როგორც გარეგნულმა, ისე შინაგანმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინზე, ჰორმონებზე და ნერვულ სისტემაზე, რამაც შეიძლება შეცვალოს თქვენი ძილის ხარისხი. უმარტივესი რამაა საძილე აბების მიღება, მაგრამ არის თუ არა ეს კარგი გამოსავალი?

ცნობილია, რომ საძილე აბებს აქვთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, შეკრულობა, კუჭის ტკივილი, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაც კი.

ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ საკმარისად არ გვძინავს, სხეულის ოპტიმალური ფუნქციონირების უნარი იკარგება. ასევე შემეცნებითი აზროვნების გონებრივი უნარები დაქვეითებულია, საავტომობილო უნარები მცირდება, ენერგიის დონეც ასევე მცირდება და თქვენ კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ ხართ დაავადდეთ ისეთი დაავადებებით და ჯანმრთელობის პრობლემებით, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი და მრავალი სხვა

  • ბანანი და დარიჩინი ძილის გასაუმჯობესებლად:

თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ, უკეთესად იმოქმედებთ და დაგეხმარებით გარკვეული დაავადებების თავიდან აცილებაში, თუ ყოველ ღამეს მინიმუმ რვა საათის განმავლობაში იძინებთ. თქვენ არ დაგჭირდებათ საძილე აბები თავისი გვერდითი მოვლენებით, მაგრამ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ამ შემთხვევაში ბანანისა და დარიჩინის ჩაი დაგეხმარებათ.

ბანანი მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით, მაგრამ ბევრმა არც კი იცის, რომ ბანანის ქერქს უფრო მეტი კალიუმი და მაგნიუმი აქვს ვიდრე თავად ბანანშია და ხშირად მას ვყრით.

  • მაგნიუმი სტრესისთვის:

ამ მარტივი რეცეპტით შეგიძლიათ მიიღოთ ბანანის ქერქისგან კალიუმის და მაგნიუმის სარგებელი. კალიუმი და მაგნიუმი კარგია ნერვული სისტემისთვის და იდეალურია კუნთების დასამშვიდებლად. სინამდვილეში, მაგნიუმი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი კუნთების რელაქსაციისთვის და შეუძლია შეამციროს კუნთების კრუნჩხვები სხვა ტკივილებთან ერთად.

სტრესის დროს გამოიცანით რომელი მინერალი იშლება პირველი თქვენი ორგანიზმიდან? მაგნიუმი. მაგნიუმი საჭიროა სტრესის სამართავად, რაც საშუალებას გაძლევთ მშვიდად დაისვენოთ და დაიძინოთ.

  • დარიჩინის ჩაი ძილის სტაბილიზაციისა და გასაუმჯობესებლად:

დარიჩინის ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სისხლში შაქრის დონის დასაბალანსებლად. როდესაც სისხლში შაქრის დონე დაბალანსებულია, ჰორმონებმა შეიძლება იმუშაონ ისე, რომ თქვენ უკეთ დაძინება შეძლოთ

თუ სისხლში შაქრის დონე არეულია, მაშინ შეიძლება ღამით მოზღვავებული ენერგია გქონდეთ ან დღის განმავლობაში დაღლილი იყოთ.

ბანანის ქერქისა და დარიჩინის სამკურნალო ღირებულების გამოყენებით შეგიძლიათ დაძლიოთ უძილობა.

ბანანი და დარიჩინი. ჩაი კარგი ძილისთვის:

ინგრედიენტები:

– 1 ორგანული ბანანი (კანით), კარგად გარეცხილი
– 1 პატარა ქვაბი წყალი
– დარიჩინი

ინსტრუქცია:

უბრალოდ უნდა მოჭრათ ბანანის ორი ბოლო (ზედა და ქვედა) და დარჩენილი ბანანი მოათავსეთ მდუღარე წყალში.

აადუღეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. წყალში ასევე დაამატეთ ცოტაოდენი დარიჩინი. თუ გსურთ დაამატოთ ცოტა სტევია დამატკბობლად, შეგიძლიათ ამის გაკეთებაც. სტევია ხელს უწყობს სისხლში შაქრის დაბალანსებას ძილის წინ.

სურვილისამებრ დაამატეთ მეტი დარიჩინი და გემრიელად მიირთვით.

Facebook კომენტარები
aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit
varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !