ორშაბათი, იანვარი 30, 2023
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაწელის ტკივილით გატანჯულ ადამიანებს გასწავლით უებარ წამალს, რომელიც მზადდება სახლში!

წელის ტკივილით გატანჯულ ადამიანებს გასწავლით უებარ წამალს, რომელიც მზადდება სახლში!

turebi iafadturebi iafad
flekosteli

წელის ტკივილით გატანჯულ ადამიანებს გასწავლით უებარ წამალს, რომელიც მზადდება სახლში!

რამდენიმე წელი მაწუხებდა წელის ტკივილი. როგორც კი გავცივდებოდი,  ათასგვარ საშუალებას მივმართავდი, ნემსებს ვიკეთებდი, ვსვამდი ტკივილგამაყუჩებლებს, კვირეების განმავლობაში მტანჯავდა აუტანელი ტკივილი.

ვიყენებდი რადიკულიტის სამკურნალო საშუალებებს, სხვადასხვა მალამოთი ვიზელდი წელს, მაგრამ ყველაფერი დროებით მშველოდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ტკივილი თავიდან მეწყებოდა. ერთმა ნაცნობმა მასწავლა რადიკულიტის სამკურნალო უებარი საშუალება. მისი გამოყენების შემდეგ საერთოდ დამავიწყდა, რა არის წელის ტკივილი. მას შემდეგ უკვე 2 წელი გავიდა და თავს კარგად ვგრძნობ.

მინდა, რომ ამ დაავადებით გატანჯულებსაც ვასწავლო რადიკულიტის სამკურნალო საშუალება:

  1. 5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გარეცხეთ,
  2. გაუთლელი ჩაყარეთ ქვაბში,
  3. დაასხით წყალი და
  4. კარგად მოხარშეთ.
  5. შემდეგ დასრისეთ და დაუმატეთ ნავთი.
  6. ამის შემდეგ დაგჭირდებათ დამხმარე, რომელმაც წელზე უნდა დაგაფინოთ გაზეთის ფურცელი (თუ წელი ორივე მხარეს გტკივათ, გაზეთი მთელ წელს უნდა გიფარავდეთ, თუ არა, რომელ მხარესაც გტკივათ, მხოლოდ იქ დაიფარეთ),
  7. ზედ უნდა დაადოს და თანაბრად გადაანაწილოს ცხელი კარტოფილის პიურე (ცხელი კი უნდა იყოს, მაგრამ არც ისეთი, რომ დაიწვათ),
  8. ზემოდან პოლიეთილენი გადააფაროს და წელი თბილად შეგიხვიოთ შალის თავშლით.
  9. ნახვევი 20-30 წუთით გაიჩერეთ.

იგივე გაიმეორეთ მეორე და მესამე დღესაც. შედეგი არ დააყოვნებს. აუცილებდად მოგიხდებათ. ვისაც ვასწავლე, ყველა კმა- ყოფილია. პატივისცემით, ვერიკო გ. სითბოს.

ექიმის კომენტარი:

რადიკულიტი ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთებაა. მის სამკურნალოდ ექიმები ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებსა და ფი ზიოპროცედურებს იყენებენ. მკითხველის მიერ მოწოდებული სამკურნალო პროცედურის ეფექტი ნერვზე სითბური მოქმედების გავლენას ემყარება — გაზეთსა და პოლიეთილენს შორის მოქცეული კარტოფილის პიურე დიდხანს შეინარჩუნებს ნავთს. უძველესი დროიდან მოიხმარდნენ სახსრების და საყრდენ-მამოძრავებელი  სპონდილოზის, ართრიტის, პოლიართრიტის, მიოზიტის (კუნთების აპარატის დაავადებების, მაგალითად, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, მადეფორმირების), ტრავმის შემდგომი ოსტეოპოროზის სამკურნალოდ.

ნავთი ეფექტის მომტანია ნერვული დაავადებების — სამწვერა ნერვის, საჯდომი ნერვის, ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგიის დროსაც, აგრეთვე, კანის ზოგიერთი დაავადების (ეგზემის, ფსორიაზის) დროს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები
aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit
varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !