ორშაბათი, იანვარი 30, 2023
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაღმერთმა დაგვიტოვა ეს საჩუქარი: მკურნალობს სკლეროზს და სისხლძარღვებს!

ღმერთმა დაგვიტოვა ეს საჩუქარი: მკურნალობს სკლეროზს და სისხლძარღვებს!

turebi iafadturebi iafad
flekosteli

ღმერთმა დაგვიტოვა ეს საჩუქარი: მკურნალობს სკლეროზს და სისხლძარღვებს!

მამაჩემი 90 წლისაა, მაგრამ ყველა გაოცებულია მისი რჯეობით და მეხსიერებით. ეს ხალხური მედიცინის დამსახურებაა – ის თვითონვე აგროვებს მცენარეებს და თითქმის ყველა დაავადების სამკურნალო საშუალება იცის. ამ ასაკში ადამიანის მთავარი მტერი სკლეროზია. სკლეროზი მხოლოდ მეხსიერების დაქვეითება კი არ არის, სისხლძარღვების დაბინძურება და მათი ელასტიკურობის დაქვეითებაცაა.

სენმა რომ არ შეგვაწუხოს, სისხლძარღვების სიჯანსაღეზე უნდა ვიზრუნოთ!

მამა რეგულარულად სვამს მცენარეულ ნაყენებს, რომლებიც უნარჩუნებს ჯანმრთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ახალგაზრდულ მეხსიერებას.

ის ივნისში აგროვებს თეთრი ფითრის ფოთლებს, კუნელის ყვავილს და ნიორს. ამ მცენარეებისგან მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენი. მამა ასეთი ნაყენით სამკვირიან კურსს იტარებს წელიწადში რამდენჯერმე, შესვენებებით.

საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი:

  1. თანაბარი რაოდენობის ფითრის ფოთლებისა და კუნელის ყვავილს შეურიეთ დაახლოებით ორჯერ მეტი დაკეპილი ნიორი.
  2. ამ ნარევის 3 ჩ/კ-ს დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დადგით მთელი ღამის განმავლობაში თავდახურული.
  3. დილით გადაწურეთ.
  4. დალიეთ თითო ჭიქა 3-ჯერ დღეში, 12-18 დღის განმავლობაში.

ყოველი კურსის შემდეგ ერთი თვე მაინც უნდა დაისვენოთ. შეიძლება მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ სამ თვეში ერთხელ. ეს ნაყენი ამაგრებს და წმენდს სისხლძარღვებს.

ექიმის კომენტარი:

ფითრი ალვის ხის, ნეკერჩხლის, ცაცხვის, თელის, მსხლის, ვაშლის და სხვა მცენარეების პარაზიტია. ფითრის ტოტების ბოლოებზე სქელი, „რწლიანი ფოთლები მოპირისპირედ სხედან. ძველად ამ მცენარეს ხმარობდნენ ნერვული დაავადებების, თავბრუს და კრუნჩხვების დროს, აგრეთვე, როგორც გარეგან საშუალებად — ჩირქგროვების სამკურნალოდ.

ამჟამად დადგენილია, რომ ფითრის ფოთლებისგან მომზადებულ პრეპარატებს აქვთ წნევის დამწევი და დამამშვიდებელი მოქმედება, აუმჯობესებენ გულის მუშაობას. არსებობს ფითრის პრეპარატები ვისკულენი, ვისციზატი და სხვა.

ფითრის ნაყენი ააქტიურებს შარდის გამოყოფას და წმენდს ორგანიზმს აზოტოვანი ნარჩენებისგან.

ფითრს იყენებენ ათეროსკლეროზის, ნეფრიტების და თირკმლის სხვა დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის. კუნელის შესახებ მოკლედ გეტყვით, რომ ეს მცენარე ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემების დაავადებათა დროს. მას იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების, სტენოკარდიის, ანგიონევროზების, მოციმციმე არითმიის, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ათეროსკლეროზის, კლიმაქსური ნევროზის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

ის ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას გულისა და ტვინის სისხლძარღვებში, აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება. ნიორი, ასევე, ეფექტიანი ანტისკლეროზული საშუალებაა.

მას ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარებების პროფილაქტიკისთვის, თუმცა ნიორს, აგრეთვე, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედებაც. ამიტომ რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

Facebook კომენტარები
aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit
varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !