ორშაბათი, იანვარი 30, 2023
იაფი ავიაბილეთები
Homeსილამაზემინდა შემოგთავაზოთ მარტივი, ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდული სახის კანი!

მინდა შემოგთავაზოთ მარტივი, ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდული სახის კანი!

turebi iafadturebi iafad
flekosteli

მინდა შემოგთავაზოთ მარტივი, ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდული სახის კანი!

დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი ერsaxთგული მკითხველის გამოცდილება, რომელიც ხალხურ მედიცინას და თავის მოვლას ეხება.

უკვე ორმოცდაათს გადავაბიჯე, მაგრამ ძალიან მიყვარს თავის მოვლა. მინდა შემოგთავაზოთ მარტივი, ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც ახალგაზრდული სახის კანის შენარჩუნებას შეძლებთ.

ამისათვის კი აუცილებელია, რომ სახის კანი უნდა დაიბანოთ შვრიის ბურღულის (ჰერკულესის) ნაყენით:

  1. 1 ჩ/კ ბურღულს დაასხით 3 ს/კ მდუღარე წყალი.
  2. როცა ის კარგად გაფუვდება, მიღებული მასით კარგად დაიმასაჟეთ სახის კანი.
  3. აჯობებს, თუ მას სახეზე მცირე ხნით ნიღბის მსგავსად გაიჩერებთ, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ძალიან კარგია სახის დაბანა ცაცხვის ყვავილის, გვირილის, პიტნის, ორკბილას ნახარშითაც ან მათი ნახარშის გაყინვა და შემდგომ ყინულის კუბებით სახის დამასაჟება.

ამის გასაკეთებლად უბრალოდ გაცივებული ნახარში ჩაასხით ყინულის ფორმაში და შედგით საყინულეში. შემდეგ ყინულის კუბებით ასევე დაიმასაჟეთ სახის კანი, ბოლოს გაიმშრალეთ და წაისვით სახის დამატენიანებელი.

თუმცა ამ პროცედურის გაკეთება არ შეიძლება, თუ სახეზე გამონაყარი გაქვთ! ხოლო თუ უკვე ნაოჭები გაგიჩნდათ, რეგულარულად იკეთეთ ნიღაბი, რომელიც ჭიმავს კანს და ასწორებს ან ნაკლებად შესამჩნევს ხდის ნაოჭებს.

  1. კარგად დასრისეთ მოხარშული გოგრის რბილობი, შეათხელეთ ზეითუნის ზეთით და წაისვით სახეზე 20 წუთით.
  2. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ცოტა რამ ინგრედიენტების შესახებ: შვრია მდიდარია კანისთვის საჭირო ბევრი ვიტამინით, ხოლო ყინული კი კანის მასაჟისთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან კონტრასტული ტემპერატურა ააქტიურებს ქსოვილთა რეგენერაციას რაც დადებითად აისახებბა ჩვენს სახის კანზეც. გოგრის რბილობი, ასევე, მდიდარია ვიტამინებით და კალიუმით. ზეითუნის ზეთი კი კანის კვების საუცხოო საშუალებაა.

ქალბატონებო, დაუთმეთ საკუთარ თავს ყოველდღიურად სულ რაღაც 10-15 წუთი და თქვენი გარეგნობა ყოველთვის დამალავს თქვენს ნამდვილ ასაკს, ან უბრალოდ ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში იქნებით.

Facebook კომენტარები
aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit
varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !