ადამიანები, რომელთაც YouTube-ის მეშვეობით 2016 წელს მილიონები იშოვეს

2005 წლიდან მოყოლებული YouTube პოპულარობის მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. „ბიზნეს ინსაიდერი“ გთავაზობთ იმ ადამიანების რეიტინგს, ვინც 2016 წელს YouTube-ის საშუალებით ყველაზე მეტი მოგება ნახა.

PewDiePie — 15 მილიონი დოლარი
ფელიქს არვიდ ულფ კეილბერგი შვედი ვიდეო კომენტატორია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია YouTube-ზე პოპულარობას ინარჩუნებს. კეილბერგის ვიდეოებში ასახულია, თუ როგორ თამაშობს სხვადასხვა ვიდეო თამაშს. ეკრანის ზედა მხარეს, პატარა ფანჯარაში კი თავად მოთამაშის რეაქციას გვიჩვენებს.

წარმატება მას ბევრმა ფაქტორმა მოუტანა. კეილბერგი დიდ დროს უთმობს საკუთარ გულშემატკივრებს. ის YouTube-ის კომენტარების განყოფილებაში კითხვების უმეტესობას პასუხობს. გეიმერმა საკუთარი გულშემატკივრების კომუნაც ჩამოაყალიბა.
თუმცა კეიბერგმა თქვა, რომ ის საკუთარი YouTube არხის წაშლას აპირებს მას შემდეგ, რაც გამომწერებს რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა. მისი გულშემატკივრების უმეტესობა ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს.

რომან ეთვუდი – 8 მილიონი დოლარი
ეთვუდის სახალისო YouTube არხი იუმორისტულ მიმართულებაში ძალიან პოპულარულია. მეუღლის რეაქციის შემოწმების მიზნით, ეთვუდმა რამდენჯერმე შვილის მოკვლის იმიტაციაც კი გააკეთა. თუმცა მისი არხი ნაკლებად საზარელი ვიდოებითაც არის ცნობილი.

ლილი საინი – 7,5 მილიონი დოლარი
საინის YouTube-ის არხი ცნობილია, როგორც ერთი ქალის არხი. ის დამოუკიდებლად აკეთებს მუსიკალურ ვიდოებსაც და მუსიკალურ სკეტჩებსაც. ვარსკვლავის ზედმეტი სახელია Superwoman – ”სუპერქალი”.

Smosh – 7 მილიონი დოლარი
Smosh კომედიური წყვილია YouTube-ზე. იან ჰეკოქსი და ენტონი პადილა ქსელის ვეტერანებად ითვლებიან. Smosh ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც YouTube-ზე ასეთი პოპულარობა მოიპოვა. მათი ვიდეოები პაროდიას უკეთებს ვიდეოთამაშებსა და პოპ კულტურას. წყვილი შეჩერებას არ აპირებს და ამჟამად YouTube-ზე 7 არხი აქვთ.

როსანა პანისო – 6 მილიონი დოლარი

როსანა პანისოს კულინარიული არხი, რომელიც ამ მიმართულებაში ყველაზე პოპულარულია. პანისოს არხის სახელია Nerdy Nummies, სადაც ორიგინალური და საინტერესო რეცეპტების ძალიან დიდი რაოდენობაა განთავსებული.

ტეილერ ოკლი – 6 მილიონი დოლარი
ლგბტ აქტივისტი ტეილერ ოკლი საკუთარ ვიდეოებში კომედიის პოპ კულტურასა და პოლიტიკასთან შერწყმას ახდენს. ის ელენ დეჯენერესის ცნობილი მხარდამჭერია. ოკლიმ 2015 წელს მემუარები, სახელად ”დღესასწაული” გამოუშვა.

Markiplier – 5,5 მილიონი დოლარი
მარკ ფიშბაქი ცნობილია, როგორც Markiplier. ის YouTube-ზე გეიმინგის მიმართულებით აქტიურობს. ფიშბაქს ძალიან ენერგიული სტილი აქვს და მეტად ემოციურია. ვარსკვლავს YouTube-ის მიღმა სხვა გეგმებიც აქვს. ფიშბაქიმუსიკალურ და სამსახიობო კარიერაში აპირებს ძალების მოსინჯვას.ჯერმან ჯარმენიდია – 5,5 მილიონი დოლარი
ჩილელი ჯერმან ჯარმენდია ლათინური ამერიკის ყველაზე დიდი YouTube ვარსკვლავია. კომიკოსსა და მუსიკოსს ორი არხი აქვს, რომლებიც ტოპ 20-ში შედიან. 2016 წელს გამოუშვა წიგნი სახელად #Chupaelperro.

რეთი და ლინკი – 5 მილიონი დოლარი

YouTube-ის სხვა მაღალანაზღაურებად ვარსკვლავებთან შედარებით, რეთი და ლინკი ყველაზე ასაკოვნები – 39 და 38 წლისები არიან. თუმცა ვიდეო პლატფრომაზე ისინი უდავოდ ძალიან პოპულარულები არიან. წყვილი მხიარული სარეკლამო რგოლებითაა ცნობილი და ბევრი წამყვანი ბრენდი მათი დამკვეთია. ისინი დილის თოქ-შოუს ”მისტიკური დილა მშვიდობისა” წამყვანები არიან.

ქოლინ ბოლინგერი – 5 მილიონი დოლარი
ქოლინ ბოლინგერი და მისი ეგო, სრულიად არაკომპეტენტური Miranda Sings მეტად პოპულარულია. მას გამოშვებული აქვს მემუარები, სახელად Selp-Helf და Netflix-ის სერიები.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.