ადამიანები რომლებსაც სკოლაც არ დაუმთავრებიათ და დღეს მილიარდელები არიან

აღსანიშნავია რომ მილიარდელთა უმრავლესობას არათუ უმაღლესი სასწავლებელი, არამედ სკოლაც კი არ აქვთ დამთავრებული. მათმა უმრავლესობამ, სასწავლებელი ბიზნესისა და საკუთარი გზის ძიების გამო მიატოვა და როგორც ინტერვიუებში აღნიშნავენ ამ ნაბიჯს თითქმის არ ნანობენ. ამ რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი გამორჩეული ადამიანები როგორიც არიან:  სტივ ჯობსი, ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი. გავეცნოთ დანარჩენების ისტორიასაც :

1. ამანსიო ორტეგა რომლის ქონება 57 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და მდიდარ ადამიანთა სიაში მესამე ადგილს იკავებს. კომპანიების ZARA, Massimo Dutti-ს დამფუძნებელი 13 წლის იყო როცა სკოლა მიატოვა, მამა რკინიგზელი იყო დედა კი დიასახლისი. ორტეგა თავად მკერავის კურიერად მუშაობდა და მიზნად წარმატების მიღწევა ჰქონდა დასახული. მალე ის მიხვდა რომ ლუქსი მაღაზიების ბაზარი მწირია და გადაწყვიტა იაფფასიანი მატერიები შეეძინა, რის შემდეგაც მისგან დაემზადებინა სამოსი. მოგვიანებით 1975 წელს მან ცოლთან ერთად მაღაზია ZARA გახსნა.

 

 

2. მერვე ადგილი უმდიდრეს ადამიანთა სიაში ლი კაშინის უკავია, მისი ქონება 31  მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი დედა მასწავლებელი იყო, 14 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა და იძულებული იყო სამსახური დაეწყო, ოჯახის სარჩენად. პირველად საათსა და სამაჯურებს ყიდიდა, შემდეგ პლასტმასის ყვავილების ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა მუშად, დღეში 16 საათის განმავლობაში. ცოტაოდენი ფულის დაგროვების შემდეგ ჩინეთში პლასტიკატების საამქრო შემქნა და დღეს ჩინეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

3. შემდეგი სიაში ფრანსუა პინოა, რომლის ქონება 15 მილიარდია, ის კომპანია Kering-ის მფლობელია და მილიარდელთა სიაში 53 ადგილი უკავია. ერთხელ მან ინტერვიუში განაცხადა რომ მისი განათლების ერთადერთი საბუთი მართვის მოწმობაა. ბიჭის მამას, რომელიც შეშაზე მუშაობდა სურდა შვილს ესწავლა, განათლება მიეღო და წარმატებული გამხდარიყო თუმცა ფრანსუა სულაც არ ფიქრობდა ასე, რადგან მას საკუთარი გეგმები ჰქონდა. 16 წლის იყო როცა მიატოვა სკოლა და მას შემდეგ განათლებაზე არ უფიქრია, ვერ იტანდა თანაკლასელებისგან დაცინვას მდაბიო ოჯახიდან წარმომავლობის მიზეზად.ამჟამად იგი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პირია.

4. რიჩარდ ბერნსონის ქონება 4,6 მილიარდს შეადგენს, ჩვენს რეიტინგში 272-ე ადგილასაა და კორპორაცია Virgin Group-ის დამფუძნებელია. 16 წლის იყო როცა სკოლიდან იმ მიზეზით გამოაგდეს რომ ათვისების უნარი არ ჰქონდა. რიჩარდი იხსენებს რომ დირექტორმა დაიბარა და უთხრა რომ ის ან ციხეში აღმოჩნდებოდა ან გამდიდრდებოდა. მას ამ დროს უკვე ჰქონდა იდეები ბიზნესისათვის და მალე ჟურნალი Student – გამოსცა, რომელიც მასშტაბურ პროექტად ითვლებოდა.

5.შემდეგი სიაში ჯო ლუისია, რომლის ქონება 4.2 მილიარდია ისიც 15 წლის იყო როცა სკოლა მიატოვა და ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო. დღეს ბრიტანელი მილიარდელი 135 რესტორანს ფლობს და საფეხბურთო კლუბ “ტოტენჰემ ჰოტსპურის” მფლობელია. ასევე მას ეკუთვნის მდიდარი ფერწერული კოლექცია.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი