ავსტრალიელი მილიონერი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს

ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ჯერემი სეიმი ინვესტირებას ტექნოლოგიებისა და ონლაინ სფეროში აპირებს.
“პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ საქართველო არის ყველაზე განვითარებადი ქვეყანა მთელ ამიერკავკასიაში. ინვესტიციის განსახორციელებლად ადგილს ვეძებდი და არჩევანი საქართველოზე გავაკეთე, რადგან აქ ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს და ამასთანავე, კარგი ბიზნესგარემოა შექმნილი. საქართველოში ბევრ განათლებული ადამიანს შევხვდი, რაც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, მაქვს კარგი შესაძლებლობა ვაწარმოო ბიზნესი ამ ქვეყანაში, რადგან საქართველო განვითარებადი ქვეყანაა”, – აღნიშნა ჯერემი სეიმმა.
ავსტრალიელი ბიზნესმენი უკვე წლებია ონლაინ სფეროში საქმიანობს. 2010 წელს მან დააარსა ონლაინ სავაჭრო კომპანია AussieCommerce. თუმცა კარიერა სეიმმა 2002 წელს ANZ-ის საინვესტიციო ბანკში კრედიტ ტრეიდერად დაიწყო.
AussieCommerce სხვადასხვა სახის ვებსაიტს ქმნის. ჯერემი სეიმი საქართველოშიც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს ინვესტირებას, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ აქვს.
”რამდენადაც გავეცანი ადგილობრივ ბიზნესგარემოს, ვფიქრობ, აქ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები მაქვს ჩემი ბიზნესის განვითარებისთვის. დაინტერესებული ვარ საკუთარი წვლილი სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაშიც შევიტანო. პირველ რიგში, გადავწყვიტე, დავეხმარო ქართველ ახალგაზრდას, გიორგი ხანთაძეს, რომელიც არის ჩემი ასაკის და აქვს ჰემორაგიული ინსულტი”, – აღნიშნა ჯერემი სეიმმა.
ავსტრალიელმა ბიზნესმენმა საქართველო უკვე დატოვა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა საქართველოში უახლოეს პერიოდში გაგრძელდება.
”მსურს იმაზე მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს თქვენს ქვეყანასთან, ვიდრე ამ ეტაპზე მაქვს,”- აღნიშნა ჯერემი სეიმმა.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.