ახალი რეგულაციები სესხის პირობებთან დაკავშირებით

ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში შემოვიდა ახალი რეგულაციები :

უქმდება ე.წ – “შავი სია”
  როგორც ვიცით, სესხის გადაუხდელობის გამო მომხმარებელი ე.წ შავ სიაში ხვდებოდა. ამიერიდან ეს სია გაუქმდება და შესაძლებელი იქნება ახალი საკრედიტო ისტორია შექმნათ, რომელიც არ გაგიფუჭებთ საქმეს თუ ფულის სესხების საჭიროება დაგიდგებათ. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც რომ კომპანია – კრედიტ ინფო, რომელსაც ევალებოდა მოსახლეობის საკრედიტო ისტორიისა და ბაზების შექმნა, გადადის ეროვნული ბანკის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს პროცესი უზრუნველყოფს, რეალური სახის გამოჩენასა და იმ სტატისტიკის დანახვას, თუ რამდენი პროცენტი ვერ ახერხებს ვალების გასტუმრებას.
ფინანსური ექსპერტების აზრით ახალი რეგულაცია მომხმარებელთა მდგომარეობას მნიშვნელოვნად არ შეცვლის, რადგან შავ სიაზე წვდომა გადადის ეროვნული ბანკის ხელში და უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

სესხის ასაღებად შემოსავლების დადასტურება იქნება საჭირო
  თუ სესხის აღება გვინდა საჭირო იქნება წარვადგინოთ საბანკო ანგარიში იმის შესახებ, რომ გვაქვს სამსახური და მუდმივი შემოსავალი. მომხმარებელს, ვისაც არ აქვს სრულფასოვანი შემოსავალი, ვერ შეძლებს თანხის მიღებას, რაც შეამცირებს ჭარბვალიანობის მაჩვენებელს. უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში რომ, თუ ადამიანი დასაქმებულია მაგრამ ანაზღაურება ბანკში არ ერიცხება და ოფიციალურად გაფორმებული არ არის, ვერ მიიღებს სესხს.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განახევრდება, რაც ნიშნავს რომ 100% -დან 50% ჩამოსვლა მოხდება
 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს პროცენტისა და სხვა ფარული ხარჯების ერთობლიობას, როგორიცაა მაგალითად გადავადებისა თუ ხელშეკრულების საკომისიო და ა.შ. სესხის აღება უფრო იაფი იქნება და ეს გარემოება გავლენას იქონიებს გრძელვადიან სესხებზე. რაც შეეხება სწრაფ სესხს, რომელიც მომხმარებელმა შესაძლოა ერთ თვეში დააბრუნოს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იმოქმედებს.

მიღებულ სესხზე ზედ დარიცხული ჯარიმების მაქს. ოდენობა იქნება 150%
თუ აქამდე აღებულ სესხს დიდი თანხა ერიცხებოდა, ამ რეგულაციების მიღების შემდეგ ვადაგადაცილების შემთხვევაში კრედიტორები შეძლებენ მხოლოდ ძირი თანხის 150%- დაგირიცხონ.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი