დარგები რომლებიც ქართულ ეკონომიკაში დღეს აღარ გვხვდება

როგორც ვიცით დაახლოებით 30 წლის წინ საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილში შედიოდა და საერთო ეკონომიკასაც იზიარებდა. კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე დარგი შესუსტდა ან მოგვიანებით გაქრა კიდეც.

მეჩაიეობა

დასავლეთ საქართველოში ჩაის წარმოება განსაკუთრებით აქტიური იყო. დაახლოებით მილიონამდე ადამიანი სწორედ ამ დარგში იყო დასაქმებული.  მოცულობა მრეწველობის ხვედრით წილში 10%-ს აღემატებოდა. დღევანდელ მაჩვენებელი ბევრად მცირეა, ჩაის მოყვანა გრძელდება თუმცა არა დიდი მასშტაბებით.

მანქანათმშენებლობა

საბჭოთა კავშირის საწარმოო მოთხოვნებს მთლიანად მორგებული იყო მანქანათმშენებლობა. ამ პერიოდში არსებობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, თბილისის ელმავალთმშენებლების ქარხანა, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული. არ უნდა დავივიწყოთ ფოთის გემთმშენებელი ქარხანა, რომელიც აღსანიშნავია იმით რომ აწარმოებდა წყალქვეშა ფრთიან კატერებს.

მეაბრეშუმეობა

სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი სწორედ მეაბრეშუმეობაა, რომელსაც საქართველოში დიდი ისტორია აქვს. აბრეშუმის პარკის წარმოება და გადამუშავება ჩვენს ქვეყანაში წარმატებულ საქმედ იყო მიჩნეული. სამწუხაროდ მცენარის დაავადებამ ამ დარგის განვითარებას მალევე ხელი შეუშალა.

მსუბუქი მრეწველობა

შეზღუდულია მსუბუქი მრეწველობის დარგიც, რომლის მთავარი წარმომადგენლები საქართველოში წარმოადგენდნენ : ქუთაისის მაუდის ფაბრიკას, სამტრედიის ბამბის ქარხანას, თბილისის ტრიკოტაჟისა და აბრეშუმის სართავის ფაბრიკებს და ა.შ. დღეს არსებული ვითარებით მაუდისა და საფეიქრო წარმოება პრაქტიკულად შეჩერებულია.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი