ელიზაბეტ ჰოლმსი – ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი

თითქმის 10 წლის განმავლობაში, ელიზაბეტ ჰოლმსი მედიცინის სფეროში რევოლუციას, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის გარეშე გეგმავდა.

ამ დროის განმავლობაში მან შეძლო შეექმნა, 500 თანამშრომლისგან შემდგარი კომპანია Theranos, საკუთარი წარმოებითა და ლეგენდარული ჰენრი კისინჯერით დირექტორთა საბჭოში. 2013 წელს, პრესამ Theranos-ს ”ბიოტექნოლოგიის სფეროს გიგანტი უწოდა, რომელზეც არავის სმენია”.

2014 წლის ივნისში ჰოლმსმა განაცხადა, რომ მან შეძლო ინვესტორებისგან 400 მილიონი დოლარის ინვესტიციების მიღება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მთლიანი ღირებულება უკვე 9 მილიარდ დოლარს უტოლდება. ამგვარმა წარმატებამ 30 წლის ელიზაბეტი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალების სიის სათავეშიჩააყენა. მისი ქონება ამ დროისთვის, 4,5 მილიარდი დოლარია.

”ჩემი მიზანი სამყაროს გადარჩენაა”
პირველი ბიზნესის იდეა ჰოლმსს ჯერ კიდევ 2003 წელს მოუვიდა თავში, როდესაც სტენფორდის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის 19 წლის სტუდენტი, სინგაპურის უნივერსიტეტის საზაფხულო სემინარიდან სახლში დაბრუნდა, სადაც ატიპური პნევმონიის ვირუსის კვლევით იყო დაკავებული.

სახელწოდება Theranos, სიტყვების: ”თერაპიისა” და ”დიაგნოსტიკის” შერწყმის შედეგად გაჩნდა. კომპანიის საკვანძო ნოუ-ჰაუდ სისხლის ანალიზის სრულყოფის მეთოდი მიიჩნევა, რომლის დახმარებითაც, ბიოპროდუქტის მინიმალური რაოდენობითაც კი, ათობით კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი.

დაახლოებით, ნახევარი წლის წინ, კომპანიამ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა Walgreens-თან, რომელიც აშშ-ში 8200-ზე მეტ აფთიაქს ითვლის. აფთიაქებში იგეგმება სისხლის ჩასაბარებელი აპარატების დადგმა. გარდა ამისა, კომპანია თანამშრომლობს რამდენიმე კლინიკასთან. თუმცა, მისი მიზნები გაცილებით გლობალურია. ”გვსურს, რომ ჩვენი ცენტრები, ყოველი ამერიკელისგან ხუთი კილომეტრის რადიუსში იყო განლაგებული”.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 000 ლარი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა არ გადავიხდი ახალი პროექტი ბინა დოლარი ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხს ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.