ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების კალკულატორი შექმნა

სესხების გალარების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სუბსიდირებული სესხის ლარით კონვერტაციის ეფექტის განმსაზღვრელი სპეციალური კალკულატორი შექმნა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, კალკულატორის მიზანია, გალარების მსურველებს და სესხის აღებით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს ლარისა და დოლარის სესხების პირობების შედარებაში. კალკულატორი გალარების მსურველებს აქციაში მონაწილეობის კონკრეტული სარგებლის დათვლაშიც გაუწევს დახმარებას.

„იმისთვის, რომ მსესხებელმა მიიღოს გადაწყვეტილება გაალაროს თუ არა სესხი, არსებული დოლარის სესხის პირობები უნდა შეადაროს ბანკის მიერ შემოთავაზებულ ლარის სესხის პირობებს. უცხოური ვალუტის სესხს გააჩნია სავალუტო რისკი, რომელიც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაშიც აღნიშნული კალკულატორი დახმარებას გაუწევს მომხმარებელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სესხების გალარების კალკულატორი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – https://www.nbg.gov.ge/index.php?m=657
სებ-ის ინფორმაციით, სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 25 მარტამდე გრძელდება. პროგრამა ნებაყოფლობითია როგორც ბანკებისთვის, ისე მათი კლიენტებისათვის.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 000 ლარი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა არ გადავიხდი ახალი პროექტი ბინა დოლარი ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხს ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.