ვალებისგან თავის დაღწევის ხერხები

ჩვენს რეალობაში გაგიჭირდებათ ზრდასრული ადამიანის პოვნა, რომელსაც ვალი ან თუნდაც სესხი არ აუღია. დღევანდელი მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 600 000 ადამიანი მოხვედრილია, ე.წ “შავ სიაში”. ეს არის სია, რომელშიც ხვდებიან ფინანსური პრობლემების ქვეშ მდგომი ადამიანები. მაგალითად პრობლემა შესაძლოა იყოს, პროცენტის შენატანის დაგვიანება.

ვალების გამო საზოგადოების დიდი ნაწილი ვარდება დეპრესიაში, ეწყებათ უძილობა, ადვილად ბრაზდებიან და უჭირთ გამოსავლის ძიება. ხშირ შემთხვევაში თვის ბოლოს აღებული ხელფასი, სესხისა და პროცენტების დაფარვაში მიდის. უნდა ვიცოდეთ რომ თანხის გასტუმრების მიზნით ახალი ვალის აღება, არ არის ბოლომდე გამართლებული და ამას შესაძლოა კიდევ გართულებები მოჰყვეს.

პირველ რიგში უნდა ვეცადოთ დავიანგარიშოთ ჩვენი მიმდინარე ვალები და საკომისიო გადასახადები, პარალელურად მოვახდინოთ მუდმივი შემოსავლის აღწერაც. განვსაზღვროთ პრიორიტეტები, რისი შეძენაა მნიშვნელოვანი ჩვენი ხელფასიდან. ადამიანთა პრობლემა ხშირ შემთხვევაში, მდგომარეობს იმაში რომ ისინი უარს ვერ ამბობენ ყოველდღიურ სიამოვნებებზე. კარგი იქნება, დროებით მოვსინჯავთ ე.წ ეკონომიურად ცხოვრებას და დაზოგილ ფულს ვალის გასტუმრებისთვის გადავდებთ.

დაარწმუნეთ საკუთარი თავი რომ თავისუფალი დრო შეგიძლიათ სარფიანად გამოიყენოთ და იპოვნოთ ნახევარი განაკვეთით სამსახური. დაისახეთ მიზნები და გეგმები, რომლითაც შემოსავალს დაიმატებთ და შემოსული თანხით დანაზოგს გააკეთებთ.

ვალების გადახდისთვის მიჰყევით თანმიმდევრობას, დახარისხების დროს განსაზღვრეთ მცირე მოცულობის სესხი და ეცადეთ პირველი ის გაისტუმროთ. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტიცაა, რადგან ამ დროს ადამიანს საკუთარ თავში თავდაჯერებულობა ემატება და მომდევნო პრობლემის გადაწყვეტაზეც იწყებს ფიქრს.

პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით კომპანიები მოლაპარაკებაზეც მოდიან. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ გადახდის გრაფიკი და მიჰყვეთ მას, ან გაახანგრძლივოთ პერიოდი.

მომავლისთვის ვალის თავიდან აცილების მიზნით შეგიძლიათ გახსნათ დეპოზიტი და ზედმეტი ფულის გაჩენის შემთხვევაში, გადადოთ თანხა ე.წ შავი დღისთვის.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი