ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2018 წელს ფულს იზიდავენ

ჟურნალ “Forbes“-ის რეიტინგით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ნუსხის გაანალიზებისას აღმოჩნდება, რომ ზოდიაქოს ყველაზე შეძლებული ნიშანი ლომია, რომლის ანგარიშზეც “ოქროს ასეულის” კაპიტალის 14% მოდის. უკვე რამდენიმე წელია შთამბეჭდავ ფინანსურ შედეგებს აჩვენებენ ტყუპები და მერწყული (11%), ვერძი და სასწორი (10%). მილიარდის შოვნის საკმაოდ კარგი შანსი აქვთ კუროს და თევზებს (7,7%), შედარებით მოკრძალებულნი არიან მორიელი და თხის რქა (6,6%), ჩამორჩენილებს შორის კი, ქალწული და მშვილდოსანი აღმოჩნდნენ. ცნობილ ანდაზას, “ბედნიერება ფულში არაა”, თუ დავუჯერებთ, ყველაზე ბედნიერი კირჩხიბი უნდა იყოს, რომელიც თითქმის ვერასდროს ხვდება რეიტინგში, რადგან მას ან საერთოდ არ აქვს კომერციული ნიჭი ან პირიქით, ძალიან კარგად მალავს საკუთარ სიმდიდრეს. ჩნდება ლოგიკური კითხვა – მართლა შეიძლება თუ არა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანების ფინანსური წარმატების განსაზღვრა? – გთავაზობთ ჩვენს ჰოროსკოპს, თქვენ კი, თქვენი მონაცემები შეადარეთ.

გრძელვადიანი ახალი სესხი

ვერძი

ვერძს ბავშვობიდან არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება, რაც მის მომავალ კარიერაზეც აისახება. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს არ უყვარს დიდხანს ერთ სფეროში მოღვაწეობა. მიზეზი – მისი დაუცხრომელი ტემპერამენტი და სურვილია, მიაღწიოს მაქსიმუმს ყველა მისთვის საინტერესო სფეროში. ვერძის დაუოკებელი ამბიცია – მისი მამოძრავებელია ძალაა, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ძლიერი ნებისყოფის და კონკურენტუნარიანი ვერძი ყოველთვის კომფორტულად გრძნობს თავს ხელმძღვანელის სავარძელში და თავდაჯერებულად გასცემს განკარგულებებს. მსხვილი ფინანსური მოგების შანსი მისთვის  მუშაობით სიამოვნების მიღებაშია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფული დიდხანს არასდროს ჩერდება მის ჯიბეში. ბუნებისგან საჩუქრად მიღებული გამბედაობის და იმპულსურობის წყალობით, საქმიანობის სფეროდ ვერძი ხშირად მეხანძრის, პოლიციელის ან სხვა სარისკო პროფესიას ირჩევს,  სოლიდური კაპიტალის დაგროვებას კი, ბიზნეს-ანალიტიკოსის ან სპორტული მწრთვნელის, არქიტექტორის ან ინტერიერის დიზაინერის, პოლიტიკოსის ან ტელეწამყვანის კარიერით ახერხებს.

კურო

ფულის სიყვარული კუროს სისხლში აქვს და სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით ყველაზე მეტადაა ორიენტირებული სიმდიდრეზე. კუროს უპირატესობა იმაშია, რომ მას ყველაზე კარგად გამოსდის შემოსავლების განაწილება, უყვარს კომფორტში ცხოვრება და საკუთარი თავის ლამაზი და ძვირფასი ნივთებით განებივრება, სწორედ ამისთვის ჭირდება მას ფული. ასტროლოგიაში კურო მეორე სახლის ანუ ფინანსების სავანეს წარმომადგენელია, ამიტომ მას არ ჭირდება აიძულოს საკუთარი თავი, რომ იმუშაოს. ყველაზე მეტად კურო სტაბილურობას აფასებს, ამიტომ სამსახურშიც გარკვეულ გარანტიებს – მაღალ ხელფასს, შვებულების ფიქსირებულ დროს და კარგ დაზღვევას მოითხოვს. გაბედულ და შრომისმოყვარე კუროს ყოველთვის მშვენივრად გამოსდის გუნდური მუშაობა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მას ნივთებთან (საიუველირო ნაწარმთან, საკვებთან, ყვავილებთან) უფრო მოსწონს “თანამშრომლომლობა”, ვიდრე ადამიანებთან. მაღალ რეზულტატს კურო იმ სფეროში აღწევს, სადაც შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ლოგიკური მსჯელობა და ანალიზი. სწორედ ამიტომ საუკეთესო ანალიტიკოსები და ფინანსისტები, მედიცინისა და მეცნიერების მკვლევარები, ლანდშაფტის დიზაინერები და შეფ-მზარეულები სწორედ კუროს ნიშნით დაბადებულები არიან.

ტყუპები

ტყუპებს ყველაზე კარგად გამოსდით ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. სწრაფად მოაზროვნე და შემოქმედებით ტყუპებთან ურთიერთობისას, წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, რას იტყვიან ან რას მოიმოქმედებენ. თავიდან ყველაფერში გეთანხმებიან, მერე კი,  სწრაფად იცვლიან აზრს. ტყუპები ერთ-ერთია ჰოროსკოპის იმ სამ ნიშანს შორის, რომელსაც ყოველთვის თავისუფლად შეუძლია უარი თქვას წარმატებულ და შემოსავლიან სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ რომ, არ მოსწონთ ხელმძღვანელობა ან რუტინული სამუშაო. ტყუპები მეოცნებეები არიან და ყოველთვის ცდილობენ არ დაემსგავსონ კოლეგებს, ამიტომ მათი ამოცნობა უზარმაზარ კოლექტივშიც თავისუფლად შეიძლება. ოპტიმიზმით და ენერგიით სავსე ტყუპებისთვის მთავარია საკუთარი თავის გამოვლენა და ამიტომ შეუძლებელია მათი ტრადიციული წესებით შეზღუდვა. თუ გინდათ გააბედნიეროთ და გაამდიდროთ ტყუპები, მიეცით მათ საშუალება იმუშაონ იმ სფეროში, სადაც შემოქმედებითი და ინტელექტუალური ნიჭის გამოვლენაა აუცილებელი და მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს მუსიკალური ინდუსტრია თუ კომპიუტერული გრაფიკის სფერო.

კირჩხიბი

კირჩხიბი ფულის დაგროვებისკენაა მიდრეკილი. მისთვის არაა მთავარი კოლოსარული თანხები, ისიც საკმარისია, რაც მას ხვალინდელი დღის უზრუნველად გატარებაში ეყოფა. არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ყოველდღე აკეთოს ის, რისიც თვითონაც არ სჯერა. კირჩხიბი არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, რადგან მან ზუსტად უნდა იცოდეს, რას მოიტანს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. თუმცა, როგორც წესი, ამგვარ დასკვნამდე კირჩხიბი მხოლოდ 30 წლის შემდეგ მიდის. ამ ზოდიაქოს ნიშნის მეორე უკიდურესობა, რაც მას ხელს უშლის ფინანსური წარმატების მიღწევაში – მისი უანგარო ანუ “იდეისთვის” მუშაობა ან საქველმოქმედო საქმიანობაა. თუ ზედმეტად მგრძნობიარე კირჩხიბი მაინც შეძლებს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას, ეს ან იურისპრუდენციის სფეროში მოხდება ან ბავშვებთან და ცხოველებთან მუშაობით.

ლომი 

ლომი – “მეფეა” ზოდიაქოს ნიშნებს შორის და რა თქმა უნდა, ამ სტატუსის მფლობელს უფლება არ აქვს იყოს ღარიბი! უზარმაზარი ამბიცია და სხვებთან ტრაბახის სურვილი – სწორედ ეს თვისებები აიძულებს მას ყოველდღიურად იზრუნოს საკუთარი კაპიტალის გაზრდაზე. მისთვის აუცილებელია განსხვავდებოდეს სხვებისგან, რადგან იყოს უმრავლესობის ნაწილი ლომისთვის აუტანელია. საქმიანობისას ის არასდროს ეძებს საყრდენს ან დახმარებას და ამაყ მარტოობაში მიიწევს დასახული მიზნისკენ. ლომის გამდიდრების კიდევ ერთი სტიმულია ოჯახი, რადგან მისთვის აუცილებელია მიიტანოს სახლში სოლიდური ხელფასი ან ჯილდო და კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს თავის მეორე ნახევარს ვინაა სახლში მთავარი. ლომი მიჩვეულია ფულის ფრთხილად ხარჯვას და არასდროს ფლანგავს ფულს წვრილმან სიამოვნებებში. ის ყოველთვის ხელმძღვანელების საყვარელ თანამშრომლებს შორისაა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან გამბედავ და უშუალო, გამომგონებელ და იდეებით მდიდარ ლომს, მხოლოდ წარმატება და მაღალი შემოსავლები მოაქვს კომპანიისთვის. ყველაზე კარგად კი მაშინ მუშაობს, როცა ყურადღების ცენტრშია. ლომი ყოველთვის სხვებზე კარგად ხედავს იმ პოზიციას, რომელიც სტატუსს და ძალაუფლებას მოუტანს. მშვენივრად ართმევს თავს ნოტარიუსის და დიზაინერის (მოდა – მისი სტიქიაა), უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის და გენერალური დირექტორის თანამდებობებს.

ქალწული

ქალწულს ძალიან უყვარს მუშაობა. ასტროლოგიაში ზოდიაქოს ეს ნიშანი მეექვსე სახლთანაა დაკავშირებული, რომლის კომპეტენციაში ჯანმრთელობა და ნებისმიერი სახის სამსახური შედის. ქალწული აბსოლუტურად კმაყოფილია იმ პროფესიონალური ზრდითა და მატერიალური მდგომარეობით, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდის. 30 წლამდე ქალწული მუდმივად მერყეობს მოღვაწეობის რამდენიმე სფეროს შორის, 30 წლის შემდეგ კი, საბოლოოდ ირჩევს გზას და კარიერულ კიბეზე არა ჩვეულებრივი ნაბიჯებით, არამედ გიგანტური ნახტომებით ადის. განსაკუთრებულ წარმატებას ქალწული საგამომცემლო საქმეში და რედაქტურაში, მედიცინასა და ბუღალტერიაში, ლინგვისტიკასა და კვების სფეროში აღწევს. კეთილი და სამართლიანი ქალწული სისუფთავის სიყვარულითა და პერფექციონიზმითაა ცნობილი, ამიტომ ყოველთვის კარგი ვიზაჟისტი და სტილისტია.

სასწორი

ტრიუმფალური წარმატებისთვის სასწორისთვის მსხვილ კომპანიაში მუშაობაა აუცილებელი, რადგან ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, ვისაც დამოუკიდებლად მუშაობა უყვარს. სასწორს გასაქანი და მასშტაბები უნდა, რადგან ის მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად, როცა გარშემო ხმაური და ცოცხალი სამუშაო პროცესია.

სასწორს ძალიან მოსწონს სხვისი პრობლემების მოგვარება და დიდ კოლექტივში  ხშირად მშვიდობისმყოფელის როლსაც ასრულებს. განსაკუთრებულ წარმატებას ის შემოქმედებით სფეროში – აუდიტორიასთან მუშაობით აღწევს. სოლიდური შემოსავალი კი, სასწორისთვის გართობის ინდუსტრიაშია, რადგან მის სიმდიდრეს პოპულარობა და დიდება უზრუნველყოფს. სხვა ვაკანტურ შემოთავაზებებს შორისაა სამეცნიერო და კვლევითი ლაბორატორიები, ვაჭრობის სფერო და თრეველ-ინდუსტრია, ინტერიერის დეკორი და არც რელიგიური სამსახურია გამორიცხული.

მორიელი

სიმდიდრის სიყვარული და დაუოკებელი სწრაფვა მისკენ – მორიელის დამახასიათებელი თვისებაა. მორიელი მერვე ასტროლოგიურ სახლს მიეკუთვნება, რომელიც საზოგადოებრივ ხარჯებს, მემკვიდრეობის საკითხებს, კრედიტებს და დიდ ბიზნესს განაგებს, ამიტომ ტიპიურ მორიელს თავისუფლად შეუძლია გახდეს წარმატებული ბიზნესმენი. მას ძალიან კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია, რომელიც ზუსტად ატყობინებს, სად და როდის შეიძლება “დიდი თევზის დაჭერა”. თუმცა, თუ მორიელი 40 წლამდე  ვერ შედგა პროფესიაში და ვერ მოიპოვა ფინანსური წარმატება, მერე ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. მორიელს საქმის ბოლო წუთამდე გადადება ახასიათებს, მერე კი, როცა დრო თითქმის აღარ რჩება, ძალებს იკრებს, ყველაფერს ერთი ხელისმოსმით აკეთებს და რაც მთავარია, ბრწყინვალედ გამოსდის. მორიელის სტიქია რთულად ამოხსნადი ამოცანებია ანუ ის, რასაც დაფიქრება და გაანალიზება ჭირდება. თუმცა, ის საოცნებო სამსახურისგანაც კი, იშვიათად იღებს სიამოვნებას, რადგან ბედნიერება მისთვის მხოლოდ პირად ცხოვრებაშია. ფინანსურ სტაბილურობას ზოდიაქოს ეს ნიშანი, როგორც წესი, მაღალი ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების და დაზღვევის სფეროში აღწევს. გარდა ამისა, მორიელს თავისუფლად შეუძლია გახდეს  კარგი იურისტი, მეცნიერი ან ქირურგი.

მშვილდოსანი

ფულის ფორტუნა მშვილდოსანს ყოველთვის უღიმის. თუმცა, მას ძალიან უჭირს რუტინული საქმის კეთება. მშვილდოსნისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ მის პროფესიას პერსპექტივა, თვითონ კი – პროფესიონალური ზრდის საშუალება აქვს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში აღწევს ის წარმატებას.  ძალიან რთულია მშვილდოსნის თაღლითობაში ან უსამართლობაში დადანაშაულება, ის არასდროს გაურბის პრობლემებს და ყოველთვის მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს სხვას. მშვილდოსანი მხოლოდ “აქ და ახლა” ცხოვრობს, ამიტომ ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად შეასრულოს თავისი სამუშაო. თუმცა, მის ასეთ სისწრაფეს ხელმძღვანელობა ხშირად  თავქარიანობად და დაუდევრობად აღიქვამს. მოღვაწეობის სფეროდ მშვილდოსანმა ის საქმე უნდა აირჩიოს, სადაც მისი სწრაფი რიტმიც დაფასდება და საბანკო ანგარიშიც სწრაფად შეივსება. მშვილდოსანი უპირატესობას იმ ადამიანების წრეს ანიჭებს, ვისაც არ ეშინია ბევრი, ძალიან ბევრი ფულის შოვნის. სამართლიანი, მშვიდი და წინდახედული  მშვილდოსანი ყოველთვის კარგი ხელმძღვანელია. თანადაყოლილი გონებამახვილობა კი, ეხმარება იუმორითა და ტაქტით განმუხტოს დაძაბულობა. მშვილდოსნის გავლენის სფეროა – სპორტის, გარემოს დაცვის და განათლების სისტემა, ასევე სახელმწიფო სამსახური და სხვადასხვა სახის კონსულტაცია. მას ძალიან უყვარს მოგზაურობა და მზად არის მთელი ცხოვრება მივლინებაში გაატაროს.

თხის რქა

თხის რქა საქმეებში ყოველთვის ვარსკვლავების კეთილგანწყობით სარგებლობს. სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით მას ფული არ იზიდავს და მხოლოდ ძალაუფლება ხიბლავს. თხის რქა ძალიან ამბიციურია და ნებისმიერ ფასად ცდილობს გახდეს საუკეთესო საკუთარ პროფესიაში. მისი ნიშანი მეცხრე სახლშია მოთავსებული, რომელიც კარიერას და ყველაზე სერიოზულ ცხოვრებისეულ მიღწევებს განაგებს. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ თხის რქას ყოველთვის ან ხელმძღვანელის პოსტი უჭირავს ან ისეთ საქმეში მონაწილეობს, სადაც გავლენა აქვს სხვებზე. თხის რქა არასდროს კარგავს დროს და შვებულებაშიც კი, მხოლოდ სამსახურზე, ახალ იდეებსა და სტრატეგიულ გეგმებზე ფიქრობს. ის არც ავადმყოფობის ან ოჯახური პრობლემების დროს დაუშვებს საქმის შეყოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაწინაურებაზე ოცნებობს, თხის რქა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს შეთავაზებას, თუ დარწმუნდება, რომ ამ თანამდებობას იმსახურებს. უარის შემთხვევაში კი, სიხარულით გაუწევს რეკომენდაციას სხვას. თუმცა, ძლიერი და ჯიუტი, ის მაინც ყოველთვის მიაღწევს დასახულ მიზანს. პათოლოგიური საქმის სიყვარული – თხის რქის მთავარი ზოდიაქალური დაავადებაა. საუკეთესო ვაკანსია კი, მისთვის რედაქტორი, ბანკირი ან ბუღალტერია, მართვის კონსულტანტი, ორგანიზატორი ან პროგრამისტია.

მერწყული

მატერიალურ კეთილდღეობას მერწყული მხოლოდ საკუთარი ორიგინალური იდეების და ახალი აღმოჩენების წყალობით აღწევს. ფინანსურ საკითხებში (მაშინაც კი, თუ ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი და არსებობს ყველაფრის დაკარგვის შანსი) ყოველთვის საკუთარ ინტუიციას ეყრდნობა და იშვიათად ცდება. ძალიან რთულია ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის განსაზღვრულ ჩარჩოში მოქცევა და მისთვის შეზღუდვების დაწესება, რადგან ის მხოლოდ საკუთარ წესებს ემორჩილება. მერწყულს არ უყვარს კორპორატიული გარემო და უპირატესობას ყოველთვის გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლებას ანიჭებს. თუ ის ხვდება, რომ საქმე კარგად გამოსდის – აგრძელებს, სხვა შემთხვევაში კი, სწრაფად ანებებს თავს და არ ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას. მერწყული ძალიან ცნობისმოყვარეა, იკვლევს ყველაფერ ახალს და თავისუფლად ებმება ნებისმიერ, მათ შორის ფინანსურ ავანტიურაშიც. ფულის საშოვნელად მერწყულისთვის აუცილებელია არასტანდარტული ამოცანის ამოხსნას მოკიდოს ხელი, ამოცნობის შემთხვევაში კი, დიდ კუშსაც მოიგებს. მისთვის შემოსავლიან ვაკანსიებს შორისაა დიზაინერის და მუსიკოსის, ფერმერის, გამომგონებლის და პილოტის პროფესიები.

თევზები

იმ შემთხვევაში, თუ თევზები 28-30 წლის ასაკში ვერ იპოვიან თავის ადგილს, მერე ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება. მატერიალური წარმატება, როგორც წესი, მათთან შემოქმედებითი სფეროდან (მუსიკა, ცეკვა, ფოტოგრაფია, საიუველირო საქმე, ვებ-დიზაინი, მულტიმედია) მოდის. ისინი ხშირად მოქმედებენ ინტუიტიურად, ამიტომ თევზების ნიშნით დაბადებულთა შორის ძალიან ბევრი ასტროლოგია. სამუშაოს მიმართ მათ ზუსტად ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორც ქორწინების – ეძებენ მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს და ყოველთვის იმ პოზიციას იკავებენ, სადაც შეძლებენ სხვების დახმარებას. თევზების ცხოვრებაში ხშირია კარიერული წარმატებები და მარცხი, ისინი იმ ჩაძირული გემის კაპიტანს ჰგვანან, რომელიც საკუთარ ხომალდთან ერთად იღუპება. თევზები ყოველთვის  ნიჭიერი მხატვრები და ფსიქოლოგები, ფიზიოთერაპევტები და ვეტერინარები არიან. მათი ინტერესის სფეროს მიეკუთვნება ავიაკომპანიები და უძრავი ქონების სააგენტოები, ლანდშაპტის დიზაინი და სპა-

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.