თუ ცუდ განწყობაზე ხართ უფრო მეტი ფული დაგეხარჯებათ

აშშ-ს ოთხი უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა სხვადასხვა გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანები რომლებიც მოწყენილნი არიან, ხარჯავენ უფრო მეტ ფულს.

ექსპერიმენტის მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად გაანაწილეს, პირველ მათგანს სევდიანი ვიდეოკლიპები აყურებინეს, მეორეს კი პოზიტიური და მხიარული. ამის შემდეგ მათ დაავალეს ეყიდათ საყოფაცხოვრებო ნივთები.

აღმოჩნდა რომ ის ადამიანები რომლებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილნი, ყიდულობდნენ ბევრად ძვირ ნივთებს, ხოლო მეორე ნაწილი უფრო ადეკვატურად იქცეოდა. ამის ახსნა სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება, მაგალითად ასეთ დროს ადამიანი მზადაა, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, გაიმხიარულოს თავი და უფლებას აძლევს გადაიხადოს ბევრი ფული. გარკვეული კატეგორია უხასიათობის დროს ბარებში ალკოჰოლის შეძენას არჩევს. ალბათ გსმენიათ ფრაზა რომ შოპინგი ზოგი ადამიანისთვის დეპრესიას კურნავს, ეს მართლაც ასეა, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ შოპინგის დროს იმდენი თანხა არ დავხარჯოთ, რომ მოგვიანებით უფრო დიდ სტრესში აღმოვჩნდეთ.

მკვლევარები რჩევის სახით ამბობენ რომ კარგი იქნება თუ გვექნება დანაზოგი, რათა ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს საკუთარ თავს დავეხმაროთ.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი