ისტორია ადამიანებზე რომლებიც 40 წლის შემდეგ გახდნენ მილიონრები

სიახლის დაწყება და საკუთარი იდეების ხორცშესხმა გვიანი არასდროს არ არის. არსებობს ბევრი ფაქტი როცა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გამხდარან მილიონრები, მაგალითად ქაილი ჯენერი, რომელიც მალე 20 წლის გახდება და საკუთარი ბიზნესის წყალობით უკვე ფორბსის გარეკანზე მოხვდა. მაგრამ შუა ხნის ასაკში და უფრო მეტიც სიბერეშიც შესაძლებელია გახდეთ მილიონერი. გაგაცნობთ იმ ადამიანების შესახებ ისტორიას, რომლებმაც ხელი არ ჩაიქნიეს და ასაკის მიუხედავად დიდ წარმატებას მიაღწიეს.

იცოდით რომ მსოფლიოს უდიდესმა ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა კარიერულ წინსვლას 40 წლის ასაკში მიაღწია ? ის ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში მუშაობდა და დამფუძნებლების დარწმუნება შეძლო, მის წინადადებაზე წამოსულიყვნენ. სულ მალე ამ იდეის დამსახურებით მან კომპანიის მოგება 20 მილიონამდე გაზარდა. ეს ყველაფერი კი ჯერ კიდევ 1970- იან წლებში ხდებოდა.

ჰენრი ფორდმა პირველი ავტომობილი 30 წლის ასაკში ააწყო, 36 წლამდე კი ედისონის კომპანიაში ინჟინრად მუშაობდა. 45 წლის ასაკში Ford T -ის გამოშვების შემდეგ დიდმა ბიზნესმენმა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

რეი კროკი Mcdonald’s-ის დამფუძნებელია, 52 წლის ასაკში ის შეხვდა ძმებ მაკდონალდებს და მისი წარმატებაც აქედან დაიწყო. საკუთარ ცხოვრებაზე საუბრისას ცნობილი ბიზნესმენი იხსენებდა რომ უკვე შუა ხნის ასაკში ბევრი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. აწუხებდა დიაბეტი და ართრიტიც კი, მაგრამ მიუხედავად ამისა საკუთარი ცხოვრება და კარიერა რადიკალურად შეცვალა.

Wal-Mart-ის დამფუძნებელი სემ უოლტონი, პატარა მაღაზიის მესაკუთრე იყო ნიუპორტში, როცა მეიჯარემ ის გააგდო. 44 წლის ასაკში სემ უოლტონი თავიდან იწყებს ბიზნესის კეთებას და სულ მალე მისი იდეა – თვითმომსახურების მქონდე სუპერმარკეტი შეექმნა, წარმატების მომტანი გამოგდგა.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი