მავნე ფინანსური გადაწყვეტილებები რომლებსაც ხშირად ვიღებთ

ჩვენ ყოველდღიურობაში ხშირად ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ფინანსებზე ცუდად აისახება. ხარჯის შემცირებით შეგვიძლია დანაზოგის გაკეთება, რომლითაც მოგვიანებით სასურველი ნივთის შეძენას შევძლებთ. მთავარია დავფიქრდეთ და გამოვიანგარიშოთ რამდენს ვხარჯვათ ამა თუ იმ პროდუქტში.

სუპერმარკეტში ყოველდღიურად შესვლისას ხშირად ვიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც მიჩვეული ვართ. ამ დროს ყურადღებას არ ვაქცევთ შედარებით იაფ ვარიანტებს, რომლებიც ხარისხით არც ჩამოუავრდება ჩვენ ფავორიტს. საჭიროა უბრალოდ რამდენიმე წამით მეტი გავატაროთ მაღაზიაში და გადავხედოთ ფას-მაჩვენებლებს.

საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით ფასდაკლებები უმნიშვნელოა და ყურადღების გამახვილება არ ღირს. რეალურად რომ ვიმსჯელოთ ზოგიერთ დიდ სუპერმარკეტში ფასდაკლებები ხშირად კარგ ფასებს გვთავაზობს და გვაძლევს ფულის დაზოგვის საშუალებას.

ბევრჯერ გაგვიგონია სტერეოტიპი იმის შესახებ რომ რაც უფრო ძვირია პროდუქტი მით უფრო ხარისხიანია. უნდა გავიაზროთ რომ მაღალი ფასი ხარისხის ზრდას არ გულისხმობს. დამატებით თანხას მხოლოდ ბრენდში ვიხდით, რომელიც პრესტიჟდთანაა კავშირში.

ტექნიკის შეძენის შემთხვევაში რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე პირველივე ნახვით არ უნდა შევაჩეროთ არჩევანი. ინტერნეტი გვაძლევს რესურს თვალი გადავავლოთ სხვადასხვა კომპანიის ფასებს და გავაკეთოთ შედარება. ყოველთვის ახალი პროდუქტის შეძენა სასურველი არარის, ზოგჯერ კარგი მეორადის ორჯერ იაფად შეძენა დაზოგავს ჩვენს თანხებს. ვიპოვნოთ ადგილები სადაც ხარისხიან მეორადს ვიყიდით და თან გარანტიასაც მივიღებთ.

არასწორი ფინანსური ჩვევებისგან თავის დაღწევა რთული არ არის, თუ პარალელურად ვიფიქრებთ დანაზოგი თანხით სამომავლოდ რას შევიძენთ. შეგიძლიათ დაიწყოთ დაგეგმვა სასურველი მოგზაურობის ან იყიდოთ სასურველი ნივთი.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი