მილიარდელები რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ

ამერიკა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მილიონერ ადამიანთა რაოდენობით. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე დამტკიცდა რომ მილიონრები საშუალო ასაკის კატეგორიაა, რომელთა 20%-ს უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს. ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოს ბევრ წარმატებულ თუ მდიდარ ადამიანს, მიუტოვებია სწავლა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ბილ გეითსია:

ბილ გეითსი სიეტლის ერთ-ერთ პრივილეგირებულ სკოლაში სწავლობდა და როგორც ცნობილია, ოროსანი იყო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატარა ბილს, მათემატიკა განსაკუთრებით უყვარდა და კარგი ნიშნებიც მხოლოდ ამ საგანში ჰქონდა. სკოლის პერიოდში ცუდი ყოფაქცევის გამო, ფსიქოლოგთანაც კი დაჰყავდათ. 15 წლის ბიჭი კომპიუტერებზე დიდ დაინტერესებას გამოხატავდა და უკვე იცოდა რა საქმეს აირჩევდა სამომავლოდ. საშუალო განათლების შემდეგ ის აბარებს ჰარვარდში, თუმცა ორი წლის შემდეგ გამოაგდეს. 19 წლის ბილ გეითსი ქმნის საკუთარ კომპანიას და მას Microsoft-ს არქმევს. დღეს Microsoft Corporation-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმაა მსოფლიოში, ხოლო ბილ გეითსი, ფორბსის 2018 წლის მონაცემებით, მილიარდელთა სიაში მეორე ადგილს იკავებს.


მაიკლ დელი კომპანია Dell -ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. ისევე როგორც ბილ გეითსი, სკოლაში ცუდად სწავლობდა. მოგვიანებით ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო, იმ იმედით რომ ექიმი გახდებოდა, თუმცა მალევე მიატოვა სწავლა და 19 წლის ასაკში Dell Computer Corporation-ი დაარსა, რომლის წლიური გაყიდვების რაოდენობა 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ლარი ელისონი კომპანია Oracles-ის დამფუძნებელია. ის ილინოისის უნივერსიტეტში სწავლობდა და ცუდი ყოფაქცევის გამო გამოაგდეს. ამის შემდეგ სწავლას ჩიკაგოს უნივერსიტეტში აგრძელებს და ერთ სემესტრზე მეტს ვერ ძლებს. ელისონი დამოუკიდებლად სწავლობდა და აკვირდებოდა პროგრამირებას, მალე საკუთარი კომპანია შექმნა და დაახლოებით 10 წლის შემდეგ დიდ წარმატებას მიაღწია.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი