რატომ მყარდება ლარი?

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირებული სესხების შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

რეფინანსირების სესხი არის კომერციული ბანკის ოვერდრაფტ-სესხი ეროვნულ ბანკში – ხალხისთვის გასაგებ ენაზე (მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი – სპეციალისტების ენაზე). რეფინანსირების სესხზე პროცენტს იხდის კომერციული ბანკი – საბოლოო ჯამში ბანკის კლიენტი, ხოლო ეროვნული ბანკისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
მცირე ზომით რეფინანსირების სესხი მისაღები და დასაშვებია, დიდი ზომით – ფეთქებადსაშიში!!!
დღეს კიდევ ვინმე უარყოფს, რომ რეფინანსირების სესხებსა და გაცვლით კურსს შორის კავშირი არ არის? ბოლო სამი კვირაა, მცირდება რეფინანსირების სესხების მოცულობა – ლარიც მყარდება.
მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, რომ რეფინანსირების აუქციონის შედეგები ტექსტურად გამოაქვეყნოს საიტზე, როგორც ეს ხდებოდა 2016 წლის ივლისამდე, და ნუ იფარგლება ინფორმაციის გადამალვით ექსელის ფაილებში.
აგრეთვე, მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, ბლუმბერგში აჩვენოს აუქციონში მონაწილე და აუქციონში გამარჯვებული ბანკების რაოდენობა, როგორც ეს ხდებოდა მიმდინარე წლის იანვრის ჩათვლით.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.