რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ სესხს ავიღებთ ?

  სესხის აღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და საჭიროა გააზრებული მოქმედება, რათა დამატებითი ხარჯები თავიდან ავიცილოთ.

1. არ მიმართოთ მხოლოდ ბანკს

საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, სესხის აღება ბანკში ჯობია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ორიენტირებული ზუსტად სესხის გაცემაზე არიან და დიდ კონკურენციას უწევენ ბანკებსაც.

ბანკში სესხის აღება გარკვეულ პროცედურებდათანაა დაკავშირებული, მაგალითად სხვადასხვა საბუთის მოძიება და შევსება მოგიწევთ, გარდა ამისა ბანკის სესხი უფრო გრძელვადიანი გამოდის ხოლმე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი სესხის დამტკიცებას, დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში გთავაზობენ და თან მოკლე პერიოდზე გადაანგარიშება შეიძლება. ონლაინ სესხის დადებითი მხარე ასევე იმაშია, რომ სახლიდან გაუსველელად, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი თანხა.

2. არ აირჩიოთ გრძელვადიანი სესხი

  დაიმახსოვრეთ რაც უფრო გრძელვადიანია სესხის პერიოდი, მით უფრო მაღალი შესაძლოა გამოვიდეს სესხის საერთო ღირებულება.  პერიოდი უნდა აირჩიოთ თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტის გადაანგარიშების შემდეგ. რა თქმა უნდა დიდი მოცულობის სესხისთვის უმჯობესი იქნება გრძელვადიანი პერიოდი, მაგრამ მცირე თანხები მაქსიმუმ რამდენიმე თვეზე უნდა გადაანგარიშოთ.

3. არ ისესხოთ იმაზე მეტი ვიდრე გჭირდებათ

 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ სესხის აღება საჭიროა მხოლოდ გამოუვალი სიტუაციების დროს. ეცადეთ არ ისესხოთ იმაზე მეტი ვიდრე გჭირდებათ, რადგან დამატებითი ფულის გადახდა მოგიწევთ.

4. შეადარეთ სესხის ღირებულება ერთმანეთს

 თუ თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ, ასეთ დროს სწრაფი სესხი კარგი გამოსავალია, დაახლოებით 15 წუთში მიიღებთ. მაგრამ დიდი მოცულობის თანხის ასაღებად – სამომხმარებლო სესხს გირჩევთ. ავტომობილის შეძენა თუ გსურთ, მიმართეთ ავტო სესხს.

5. წაიკითხეთ დაკვირვებით სესხის პროცენტული მაჩვენებელი

როცა სწრაფ სესხს იღებთ დააკვირდით რა თანხა უნდა დააბრუნოთ უკან და შეძლებთ კი მის სრულად დაფარვას.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი