რიჩარდ ბრენსონის რჩევები ბიზნესის სწორი ორგანიზებისთის

თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ და მისი სწორი ორგანიზება გჭირდებათ, ცნობილი ბიზნესმენის, რიჩარდ ბრენსონის რჩევებს უნდა მიჰყვეთ. მის ინტერვიუებში თუ სხვადასხვა გამოსვლებში ხშირად გავიგებთ რომ ბიზნესს, როგორც გასართობს ისე უნდა მივუდგეთ, არ უნდა ვიფიქროთ რომ სამსახურში ვართ.

1. უნდა იყოთ კრეატიულები და გამომგონებლები.

ბიზნესის აწყობისთვის უმჯობესია თუ ისეთს შექმნით რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ამ შემთხვევაში კონკურენტებიც არ შეგაწუხებენ. მაგალითებად ბრენსონს მოჰყავს ისეთი დიდი კომპანიები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს, იდეა კი სიმარტივესთან იყო კავშირში: Facebook, Google, Apple-ი და ა.შ.

2. საჭიროა ცოცხალი კონტაქტი ვიდრე წერილობითი ურთიერთობა.

ბიზნესისთვის უმჯობესია სხვადასხვა საქმიანი შეხვედრის ორგანიზება და პარტნიორებთან ცოცხალი კონტაქტი. ამით პირველ რიგში თქვენს სანდოობას უსვამთ ხაზს. ცოცხალი ურთიერთობებით უფრო ბევრის გაგებაა შესაძლებელი ადამიანზე ვიდრე ვირტუალურ სამყაროში.

3. მნიშვნელობა არ აქვს რა თანამდებობაზე ხართ, შავი სამუშაოს გაკეთება ზოგჯერ საჭიროა.

როცა კომპანიაში მომუშავე ხედავს, რომ მისი ლიდერი ცდილობს გააკეთოს ყველა საქმე და ზემოდან არ უყურებს დასაქმებულს, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ დიდ მოტივაციას უშაულოდ თანამშრომლებზე.

4. მოსმენა მნიშვნელოვანია.

საკუთარი აზრის სხვისთვის მოხვევას, სჯობს დასაქმებულის რჩევებსა და თხოვნებს მოუსმინოთ. ზოგჯერ კარგად გაკეთებული საქმისთვის შექებაც საჭიროა.

5. არ იბრძოლოთ იმ საქმისთვის, რაც არ მოგწონთ

ახალი ბიზნესის განვითარებისთვის 24 საათიანი, დაუღალავი შრომაა საჭირო და თუ თქვენ აკეთებთ იმ საქმეს რაც არ გსიამოვნებთ, დიდი შანსია ხელი მალე ჩაიქნიოთ. ერთმა წარუმატებლობამაც კი შესაძლებელია გული აგიცრუოთ ბიზნესზე.

6. ნუ იქნებით კონსერვატორები.

ბიზნეს სამყარო ყოველდღიურად ვითარდება, სიახლეებს კი ფეხი უნდა აუწყოთ. კონსერვატული იდეები და მუდმივად ძველი გამოცდილებებით მოქმედება ხელს უშლის საქმის წინ წაწევას.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი