როგორ გავანაწილოთ სარფიანად ინვესტიციები

ინვესტიცია ლათინური სიტყვაა და კაპიტალის დაბანდებას ნიშნავს. უკვე არსებული თანხის შენარჩუნებისა და გაზრდის პერსპექტივის გამო ადამიანები იყენებენ ინვესტიციების დაბანდებას. ინვესტორი არის კონკრეტული პირი ან კომპანია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თუ რაში უნდა ჩადოს არსებული შემოსავალი.

ინვესტიციების დაყოფა ხდება ფორმების სახით:

  •  ფინანსური ინვესტიციები, რომელშიც შედის ე.წ საქმიანი ქაღალდები
  • არამატერიალური ინვესტიციები, რომელიც მოიცავს ლიცენზიებსა და საავტორო უფლებებს
  • მატერიალური ინვესტიციები, რომელშიც იგულისხმება უძრავი ქონება, მიწა, სხვადასხვა სახის ტექნიკა და ა.შ.ინვესტიციის დაბანდება დაკავშირებულია რისკ ფაქტორებთან, რაც უფრო დიდია რისკი, იზრდება მოგების  რაოდენობა.

ფულის დაბანდებისთვის ერთ-ერთი გავრცელებული ვარიანტი, ბანკში დეპოზიტის გახსნაა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, რა თანხა დაგიგროვდებათ. თანხის რაოდენობას ბანკები ასევე აზღვევენ, იმ შემთხვევისთვის თუ ბანკის გაბანკროტების შემდეგ, კლიენტმა არ დაკარგოს მთლიანი თანხა.

გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ბიზნესმენები აქციებსაც იძენენ, რომელიც გულისხმობს წილს რომელიმე კონკრეტულ კომპანიაში.

თუ გაქვთ ბიზნესი და მისი დაკარგვის ან მოგების შემცირების რისკი გიდგათ, საჭიროა მოახდინოთ დაზღვევა. ბიზნესის დაზღვევას სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია აკეთებს და ზარალის შემთხვევაში გინაზღაურებთ გარკვეული რაოდენობის თანხას.

სარფიანი ინვესტიციების სიაში, ოქროსა და უძრავი ქონების შეძენაც ლიდერობს. კრიზისის დროს ბიზნესმენები ცდილობენ ოქროში ფულის ჩადებას. ძვირფასი ქვების შესაძენად საჭიროა, სწორი პერიოდის შერჩევა, ამისთვის კი საფონდო ბირჟების მონაცემებს უნდა ადევნოთ თვალი.

უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, კრიზისის დროს მისი გაქირავება ან გაყიდვაა შესაძლებელი. ჭკვიანი ინვესტორები, უძრავ ქონებას აზღვევენ კიდეც, სტიქიისა და სხვა სახის უბედური შემთხვევებისგან თავდაცვის მიზნით.

თუ გაქვთ იდეები, ახალი ბიზნესის დაწყებაც კარგი ინვესტიციაა. ამისთვის ფინანსების გარდა თქვენი შრომისუნარიანობა და კრეატიულობა დაგეხმარებათ.

ყველა კომერციული საქმიანობის განვითარებისთვის, აუცილებელია, ადრე თუ გვიან მოხდეს ინვესტიციების დაბანდება. თანამედროვე ეკონომიკა სწორედ ამ საკითხზე დგას.

 


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი