როგორ გავხდეთ პროდუქტიული სამუშაოს შესრულების დროს

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ადამიანები უჩივიან საკუთარ პროდუქტიულობას, ამბობენ რომ ვერ ასწრებენ საქმის გაკეთებას. ზოგჯერ მიღებული შედეგით უკმაყოფილოები ვართ და ამას ჩვენს მონდომებას ვაბრალებთ. რა ძირითადი წესები უნდა დავიცვათ, რომ ვიყოთ უფრო პროდუქტიულები ჩვენი მუშაობის პროცესში ?

1. დაგეგმეთ სამუშაო დღე.

სამუშაო დღისა და გეგმების წინასწარ ჩამოწერა დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გააკეთოთ პირველი. ყოველთვის დაიწყეთ იმ საქმით, რომელიც რთულია ან უბრალოდ თქვენში დიდ მოწონებას არ იმსახურებს. კარგი იქნება თუ სამუშაო დღის ბოლოს შეაჯამებთ განვლილ დღეს და მომდევნოზე ფიქრს დაიწყებთ.

2. არ გადაამოწმოთ ხშირად სოციალური ქსელები.

სოციალური ქსელები რომ დროის განაწილების მტერია ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. სამუშაო პროცესის დროს სოციალურ ქსელებში ხშირი ვიზიტი ფლაგნავს დროს და თან ისე რომ ჩვენ ამის გააზრებას ვერ ვასწრებთ. ზოგიერთი კომპანიის ოფისში სხვადასხვა საიტი ამ მიზეზით დაბლოკილიცაა. საჭიროა მხოლოდ მეილის შემოწმება, იმ შემთხვევაში თუ ეს სამსახურეობრივ მოვალეობასთან პირდაპირ კავშირშია.

3. არ გააკეთოთ ბევრი საქმე ერთდროულად.

პროდუქტიულობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ერთდროულად სხვადასხვა საქმის კეთებისას, შესაძლოა ბოლოს სრულყოფილად არც ერთი გამოვიდს. კვლევები ამტკიცებენ რომ ტვინმა ფოკუსირება ერთ კონკრეტულ საქმეზე უნდა მოახდინოს და ამით დროსაც დავზოგავთ. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი ფინანსურ სექტორში მომუშავეებს ეხებათ.

4. არ გადადოთ საქმე.

ერთი და იგივე საქმის ორჯერ გაკეთება რთული და არასასიამოვნო პროცესია. თუ ვიწყებთ ერთ პროექტზე მუშაობას, სჯობს ბოლომდე მივიყვანოთ და მეორე დღისთვის არ მოვიტოვოთ.

5. ისწავლეთ რომ თქვათ – არა.

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ ადამინები ვინც ვერ ამბობენ უარს, გარკვეული საქმის შესრულებაზე, უფრო მეტად სტრესში არიან. თუ თვლით რომ თქვენზე დაკისრებული ახალი მოვალეობა რთული ან არასასიამოვნოა, აჯობებს თავიდანვე თქვათ – არა.

გარდა ამ რჩევებისა სამუშაო გარემოს კომფორტულად მოწყობაზეც უნდა ვიზრუნოთ. კარგი იქნება თუ ოფისის მაგიდაზე დავიდგამთ მცენარეს, ფოტოებს, რომლებიც სასიამოვნო მოგონებებს გაგვახსენებს და ა.შ.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი