როგორ ვმართოთ პირადი ფინანსები უკეთ

პირადი ფინანსების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად დგება მომენტი როცა ხელფასიდან-ხელფასამდე ბიუჯეტი არ გვყოფნის. საჭიროა ჩვენი შემოსავლის აღრიცხვა გავაკეთოთ, ანუ ვიყოთ საკუთარი თავის პირადი ბუღალტრები.

პირადი ბიუჯეტის შედგენა

ერთი შეხედვით რთული პროცედურა შეიძლება გეგონოთ, თუმცა ცოტა მონდომებაა საჭირო, რომ დაინახოთ საშუალოდ რამდენი გეხარჯებათ თვიურად. ყოველი ტრანზაქცია, ინვოისი თუ ჩეკი უნდა შეინახოთ და შეაჯამოთ. უმჯობესი იქნება თუ საკვებში და სურსათში გადახდილ თანხებს ცალკე დაიანგარიშებთ, გადასახადებსა და სხვა სახის გასავალს ცალკე. ეს დაგანახებთ რეალურ სურათს და შეძლებთ გაიგოთ რაში გააკეთოთ ეკონომია.

 

რას უნდა მოიცავდეს ბიუჯეტი

უნდა გქონდეთ ზუსტი მონაცემი თუ რამდენს გამოიმუშავებთ თვეში, იქნება ეს ფიქსირებული ხელფასი, ვალის დაბრუნება, გარკვეული ალიმენტი თუ ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ იმ ადამიანთა შემოსავლებიც, ვინც თქვენს ირგვლივ ცხოვრობს და გეხმარებათ.

ხარჯების დახარისხება

საყოფაცხოვრებო ხარჯები პირველ რიგში დააყენეთ, ეს იქნება ბინის ქირა, ავტო სესხისა თუ იპოთეკური სესხის თანხები.

სატრანსპორტო ხარჯები – თუ გყავთ ავტომობილი, უნდა გამოიანგარიშოთ საწვავის ხარჯები, სხვა შემთხვევაში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას რამდენი გეხარჯებათ. (ავტომობილის შემთხვევაში დაზღვევის, პროფილაქტიკური მომსახურებისა და პარკინგის ხარჯებიც იგულისხმება)

ცვალებადი ხარჯი

ცვალებად ხარჯებში იგულისხმება, ზედმეტი გასავალი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად ჩვენი მეგობრის დაბადების დღე, ქორწილი, საკუთარი თავისთვის სიუპრიზის გაკეთება და ა.შ.

აღნიშნული მონიტორინგით გეცოდიენაბთ, რამდენი გეხარჯებათ და შეეცდებით დაიცვათ ბალანსი ფულის ხარჯვისას. არ დაგავიწყდეთ რომ  საკუთარი ფინანსების მართვისას მნიშვნელოვანია იყოთ გულწრფელები და ობიექტურები ფულთან მიმართებაში. 


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი