როგორ მოვიქცეთ თუ ონლაინ სესხს ვერ ვფარავთ ?

ცხოვრებაში ბევრჯერ ჩნდება გაუთვალისწინებელი ხარჯები, რის გამოც ხშირად ონლაინ სწრაფ სესხს ვიღებთ და შემდეგ ვიხდით. ამისთვის კი განსაზღვრული გვაქვს ხელფასიდან გარკვეული ნაწილი, ან დანაზოგი ან რაიმე სახის სხვა შემოსავალი. მაგრამ თუკი სამსახურიდან გაგვიშვეს და შემოსავალიც გაგვიქრა, ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ ? დროის გაჭიანურება დამატებით პროცენტს მატებს ჩვენს გადასახადს და პრობლემაც იზრდება.

ნუ იქნებით იმის მოლოდინში, რომ ბანკი ან მიკროსაფინანსო ვალს ჩამოგაწერთ. თუკი არ გიკავშირდებიან ყოველდღიურად არ ნიშნავს რომ მათ თქვენი ვალი დაავიწდყათ. პროცენტი ემატება და საკრედიტო ისტორია კი გიფუჭდებათ.

ნუ დაემალებით მსესხებელ კომპანიას, ასეთ დროს ისინი შავ სიაში აგდებენ მომხმარებელს და შემდეგ ჯერზე თქვენთვის სესხის დამტკიცებაზე უარს იტყვიან.

მთავარია ასევე არ ჩავვარდეთ პანიკაში და სტრესის ქვეშ არ მოვექცეთ,  აჯობებს გამოსალის შესაძლო ვარიანტები განვიხილოთ. არ დაგავიწდეთ რომ თქვენს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას არავინ ეხება. ეს მხოლოდ ფინანსური პრობლემაა, რომელიც ადრე თუ გვიან მოგვარდება თქვენი ძალისხმევის გამოჩენით.

ვალის დასაფარად არ აიღოთ ახალი კრედიტი, ასეთ დროს იზრდება ხარჯები და თვის ბოლოს ორი გადასახადი გექნებათ შესატანი.
თუ მაინც აპირებთ ახალი სესხის გამოტანას დააკვირდით პროცენტის რაოდენობას.

ეცადეთ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ალბათობა ქონება დაკარგოთ. დროულად ბანკთან ურთიერთობა და ალტერნატივის შეთავაზება მოგცემთ დროს იპოვოთ საშუალება თუ როგორ დაფაროთ სესხი.

და ბოლოს, გაიხსენეთ რომ თქვენს სიტუაციაში სხვა ადამიანებიც ჩავარდნილან და ეს არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს. ნუ დაკარგავთ დროს ნერვიულობასა და სიგარეტის მოწევაში, ეძებეთ სხვა გამოსავალი.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი