როგორ შევიქმნათ მოტივაცია ფულის საშოვნელად

ფულის შოვნა მარტივია თუ სწორ მეთოდებს აირჩევთ. არსებობს სხვადასხვა გზა, მაგალითად უკეთესი და მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძიება, საკუთარი ბიზნესის წამოწყება, სესხის აღება და ა.შ. მთავარი პრობლემა იმაშია რომ შესაძლებლობებს სწორად არ ვიყენებთ. როგორ შევუქმნათ თავს მეტი მოტივაცია ?

1. დაისახეთ კონკრეტული მიზანი

 მიზნის დასახვა და პრიორიტეტების გადაფასება, მოტივაციის შესაძენად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ნებისმიერი საქმის კეთებისას კონცენტრირება ერთ საგანზე უნდა გააკეთოთ – იმაზე რაც ძალიან გინდათ რომ გქონდეთ. ამაში იგულისხმება სასურველი ნივთიდან დაწყებული კარიერით დასრულებული, ყველაფერი. ეცადეთ ყოველი დღის ბოლოს იფიქროთ, თუ რამდენად ნაყოფიერი დღე იყო და მიუახლოვდით თუ არა მიზანს.

2. გამოიანგარიშეთ ყოველთვიური შემოსავალი 

გადახედეთ თქვენს ყოველთვიურ შემოსავალს, გყოფნით მიზნების მიღწევაში ? საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ეჩვევა მცირე ხელფასიან სამუშაოს და არ მიდიან რისკზე, რომ სხვაგან წავიდნენ. უკეთესი სამსახურის შოვნასა და განვითარებას სჭირდება თავდაჯერების უნარი. საკუთარი თავისთვის თქმა რომ ყველაფერი შესაძლებელია. რისკებს, ხშირად ახლავს იმედგაცურებაც, თუმცა მთელი ცხოვრება მისდევს ფიქრი – რა მოხდებოდა რომ ეს გამეკეთებინა ?


3. გაახალისეთ საკუთარი თავი

 თუ ხვდებით რომ მიზანს უახლოვდებით, ან მოგწონთ თქვენი სიბეჯითე, ეცადეთ თავი ასიამოვნოთ სხვადასხვა საშუალებით. მაგალითად ზოგისთვის ეს შოპინგია, ან საყვარელ რესტორანში სადილი. მოტივაციის შესაძენად ეს ხერხიც გამართლებულია.

 4. არ შეგაშინოთ დიდმა მიზნებმა

 ყველაფერი მიღწევადია თუ ხელს არ ჩაიქნევთ. სწორი მენეჯმენტი გაუწიეთ საკუთარ ოცნებებსა და მიზნებს. წაიკითხეთ წარმატებული ბიზნესმენების რჩევები

5. გამამხნევებელი ფრაზები და ინსპირაციები

იმუშავეთ მანამ სანამ თქვენს ანგარიშზე თანხა, თქვენივე ტელეფონის ნომერს არ დაემსგავსება

გიყვართ ფუფუნება ? – სწორედ ამიტომ უნდა იყოთ წარმატებული

იშოვეთ იმდენი ფული რომ მაღაზიებში ფასებს აღარ უყურებდეთ 
 


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი