რომელია მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით Global Finance-მ 2016 წლის მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. ხაზგასასმელია ის დეტალიც რომ 25 ქვეყნდიდან 12 ევროპულია.

1. 2016 წლის მონაცემებით პირველი სიაში კატარი იკავებს. მთლიანი შიდა პროდუქტია – 140, 649 $ ერთ სულ მოსახლეზე. სახელმწიფო შემოსავლის დაახლოებით 70 % ნავთობის მოპოვებით იღებს

2. სიაში მეორე ადგილს შედარებით პატარა სახელმწიფო – ლუქსემბურგი იკავებს. აქ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 97, 662 $ მოდის. მსოფლიოში მისაბაძად ითვლება მათი საბანკო და საფინანსო სისტემა.

3. მესამე ადგილას სინგაპურია, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე მოდის 82, 763 $ . მსოფლიო პორტებს შორის ექსპორტის რაოდენობით სინგაპური მეორე ადგილასაა.

4. დიდი ეკონომიკური შემოსავლით გამოირჩევა ასევე პატარა სახელმწიფო ქუვეითიც, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ ვალუტად ქუვეითური დინარია მიჩნეული. აქ განვითარებულია ნავთობისა და საექსპორტო ინდუსტრია. აღსანიშნავია ისიც რომ ექსპორტს ქვეყნის ეკონომიკის 90 %-მდე უკავია.

5. სწორი ეკონომიკითა და პოლიტიკით მეხუთე ადგილს ბრუნეი იკავებს. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს 71, 185$ მოდის ერთ სულ მოსახლეზე. ბრუნეი ბუნებრივი აირის ექსპორტიორი ქვეყანაც გახლავთ.


6. არაბეთის გაერთიანებული ემირატები ეკონომიკური სიძლიერით გამორჩეულია, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთი. არაბეთის გაერთიანებული საემირატოები ნიუ-იორკის შტატზე პატარაა და მისი მოსახლეობა 10 მილიონამდე აღწევს. ერთ სულ მოსახლეზე 67, 674$ მოდის.

7. ნავთობის,ზეთისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი ცნობილი იმპორტიორი ქვეყანა ნორვეგიაა. ის ეკონომიკურად მდიდარ და წარმატებულ ქვეყანად ითვლება. აქ მთლიანი შიდა პროდუქტი 64, 856$ მოდის.

სიაში შემდეგ ადგილებს, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები და ირლანდია იკავებს.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი