რჩევები როგორ უნდა შეარჩიოთ ბიზნესისთვის სწორი ტერიტორია

ბიზნესში ადგილმდებარეობის განსაზღვრას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. სწორად შერჩეული ტერიტორია წარმატებისკენ და განვითარებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. რა მახასიათებლით უნდა ავარჩიოთ ადგილი ჩვენი ბიზნესისთვის ?

1. პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ ის ადგილი სადაც აპირებთ მუშაობას, ზედმეტად კონკურენტული ხომ არ არის. დარწმუნდით უახლოეს ქუჩაზე ან უბანში მსგავსი ბიზნესი ხომ არ არის უკვე განთავსებული. ასეთ დროს ლიდერობს ის ორგანიზაცია, რომელიც პირველად გაჩნდა იმ ტერიტორიაზე. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ზოგ შემთხვევაში უკეთესიცაა თუ კონკურენტების ტერიტორიაზე დავიკავებთ ადგილს. მაგალითად დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი კონკურენტული მაღაზიები, რომლებიც გვერდიგვერდაა წარმოდგენილი. ამ დროს მომხმარებელს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.

2. წაიკითხეთ იმ ქვეყნის ან ქალაქის კანონები, რაიმე სახით თქვენი ბიზნესი აკრძალული რომ არ იყოს. ასეთ დროს თქვენ თავს იზღვევთ დამატებითი პრობლემებისგან.

3. სწორად განსაზღვრეთ ადგილი, რამდენად განვითარებადია თქვენი ბიზნესისთვის. მაგალითისთვის დააწყვეთ პრიორიტეტები, ქალაქის ცენტრი ჯობია თუ გარეუბანი. ოფისებისა და საზოგადოების კომუნიკაციისთვის ხშირ შემთხვევაში ქალაქის ცენტრს და ხალხმრავალ უბნებს ირჩევენ. ხოლო ფაბრიკა, ქარხანებისთვის უმჯობესია ქალაქის შემოგარენი, გარეუბანი, ნაკლებად დასახლებული ადგილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეკოლოგიის დაცვაა.

4. ადგილი შეარჩიეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გათვალისწინებითაც, რადგან მომხმარებელს არ უნდა გაუჭირდეს თქვენი კომპანიის პოვნა, თანამშრომლებს კი მარტივად უნდა შეეძლოთ სამსახურში მოხვედრა. ამით ხშირი დაგვიანების რისკ ფაქტორებს აიცილებთ.

5. ბიზნესის ადგილმდებარეობისთვის ასევე გაითვალისწინეთ, იმ ტერიტორიაზე კომუნალური სერვისები რამდენად გამართულალდ მუშაობს. მაგალითად მიეწოდება თუ არა ინტერნეტი. ბიზნესის დაწყების შემდეგ ეს გარემოება ახალ საქმეს დაგიმატებთ.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი