სად ჯობია ფულის შენახვა

ფულის შენახვის უსაფრთხო გზა ოდიდგანვე სახლი იყო. ძველ დროში, როცა ჯერ კიდევ ციხე-სიმაგრეები შენდებოდა, გათვალისწინებული იყო განსაკუთრებით დამალული ადგილი, სადაც ოქროსა და ძვირფასეულობას შეინახავდნენ. მოგვიანებით გაჩნდა სეიფები, რომელმაც ასევე დახვეწილი სახე მიიღო. თანამედროვეობაში პოპულარული – სხვადასხვა ფორმისა და ზომის ყულაბა გახდა. მისი ზომა განისაზღვრება ოცნების ძვირადღირებულობაზე.

სახლში შენახული ნაღდი ფული, ბევრ რისკ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ხანძარი, ყაჩაღობა, ინფლაცია და ა.შ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ ბანკები და ანაბრები არასანდოა და ამჯობინებენ თვითონ მოუარონ საკუთარ ფინანსებს. აღსანიშნავია ის გარემოება რომ სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა, სახლში შენახულ ნაღდ ფულზე დაზღვევას არ გასცემს. ბევრ გარემოებასთან ერთად, სახლში დაცული ფულის მტერი, შესაძლოა ოჯახის წევრიც გახდეს.

ბანკში თანხის შენახვისა და ანაბრის გახსნის შემთხვევაში, ყოველთვიურად გარკვეული პროცენტი ემატება და ამით იღებთ სარგებელს, განსხვავებით სახლში, სადაც ფული უფუნქციოდ დევს. რაც უფრო გრძელვადიანია ანაბარი, სარგებლის პროცენტულობაც უფრო იზრდება. ბანკების უმრავლესობა დღეს ანაბარს სრულიად უფასოდ უხსნის მომხმარებელს.

ბანკში გახსნილ ანაბარს გარკვეული ლიმიტები აქვს და თანხის სრულად გამოტანა შესაძლოა რთულ პროცედურებთან იყოს დაკავშირებული. ეს ხელს უშლის ჩვენი ფულის არარაციონალურ ხარჯვას.

ცხოვრებაში ხშირად ჩნდება გაუთვალისწინებელი ხარჯები და ამ დროს ფულის სესხებაც საჭირო ხდება. ჩვენს თანამედროვეობაში შეიქმნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სესხებს მარტივად და მალევე იძლევიან. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ყოველთვიურად გვიწევს თანხის შეტანა, რომელსაც პარალელურად გარკვეული პროცენტი ემატება. ბანკში ანაბარზე შენახული თანხა, სწორედ ე.წ “შავი დღისთვისაა” გადანახული. ბიზნეს ანალიტიკოსები, ყოველთვის გვირჩევენ მინიმუმ სამი-ოთხი თვის რეზერვი გავაკეთოთ, რათა თავი მშვიდად ვიგრძნოთ, როცა მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდება.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი