საწვავი კიდევ 7 თეთრით გაძვირდა

ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დღეს საწვავი კიდევ გაძვირდა. ამჯერად ფასები დაახლოებით, 5-7 თეთრით არის გაზრდილი.
დღევანდელი მონაცემებით, 5-7 თეთრით გაძვირდა საწვავი „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. კერძოდ, „სუპერის“ მარკის ბენზინის ფასი 2.44 ლარიდან 2.49 ლარამდე გაიზარდა, „რეგულარის“ ფასმა 5 თებერვლის შემდეგ 7 თეთრით მოიმატა და 2.16 ლარი შეადგინა; „პრემიუმის“ მარკის ბენზინი 2.29 ლარიდან 2.36 ლარამდე გაძვირდა; ასევე 7 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარი“, რომლის ფასმა დღეს 2.21 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დიზელს, „ევრო დიზელი“ დღეს 2.27 ლარი ღირს, როცა 5 თებერვლის მდგომარეობით მისი ფასი 2.20 ლარი იყო; „დიზელის“ ფასი კი 2.02 ლარიდან 2.09 ლარამდე გაიზარდა.

28 იანვრის შემდეგ ბენზინის ფასმა 5-7 თეთრით მოიმატა „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც, დიზელის ფასი კი უცვლელია. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, „ეკო სუპერის“ მარკის ბენზინი 2.44 ლარიდან 2.49 ლარამდე გაძვირდა. „ეკო პრემიუმის ფასმა კი 2.29 ლარიდან 2.36 ლარამდე მოიმატა; 7 თეთრით – 2.16 ლარამდე გაძვირდა „ევრო რეგულარი“.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის გაძვირება 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.

მისივე თქმით, მომატებული აქციზის გადასახადის ტარიფის საცალო ქსელში ასახვა საშუალოდ 20-25 თეთრის ფარგლებში უნდა მოხდეს. ხოლო რომელი ოპერატორი კომპანია როდის ან რამდენით გაზრდის ფასებს – უშუალოდ კომპანიების გადასაწყვეტია.

2017 წლის 1 იანვრიდან ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავის ფასმა რამდენჯერმე მოიმატა. კერძოდ, ამ პერიოდში ფასთა ცვლილება დაახლოებით, 11-25 თეთრი იყო. გასული წლის 15 ოქტომბრის შემდეგ კი საწვავი დაახლოებით 40-დან 60 თეთრამდე გაძვირდა.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.