სესხის აღების ხშირი მიზეზები

 ადამიანები სესხს სხვადასხვა მიზეზით იღებენ, მაგრამ კვლევებითა და სტატისტიკით რამდენიმე ძირითადი გამოიკვეთა. 

ერთ-ერთი პირველი რაზეც ვისაუბრებთ – ბიზნესისთვის სესხის აღებაა. კარგი იდეა და ცოტა ფინანსები ახალი საქმის დასაწყებად საჭიროა. ადამიანები ასეთ დროს ბიზნეს სესსხებს იღებენ, იმ გათვლით, რომ როცა პირველი წარმატება გაჩნდებასესხს დაფარავენ. აღსანიშნავია ის დეტალიც რომ საქართლოში ბიზნესისთვის ხშირად იღებენ კრედიტს.

მოგზაურობა და დასვენება ასევე სესხის აღების ხშირი და გავცრელებული მიზეზია. ადამიანებს სურთ განტვირთვა სამოგზაუროდ წასვლაში იპოვონ, მაგრამ ამ დროს სხვადასხვა ხარჯი იჩენს თავს, როგორიცაა მაგალითად ბილეთის საფასური, საცხოვრებლის მოძიება, დაზღვევა და ა.შ.

ხშირია ასევე იპოთეკური სესხები, რომელიც უძრავი ქონების შეძენას გულისხმობს. სახლისთვის კრედიტის აღება რემონტის მიზნითაც ხდება. იპოთეკური სესხის აღება გარკვეულ შემთხვევებში იჯარაზე, მომგებიანია.

როგორც ამბობენ ერთ-ერთი სარფიანი ინვესტიცია, ფულის განათლებაში ჩადებაა, რაც გულისხმობს შვილისთვის სწავლის დაფინანსებას, ან საკუთარი თავის განვითარებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება. სესხების ხშირი მიზეზი უცხოეთში სწავლის გაგრძელებაა.

ხშირ მიზეზებში შეგვიძლია ავტო სესხიც განვიხილოთ. უკვე დიდი ხანია ავტომობილი ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს,  სახლიდან მოშორებული სამუშაო ადგილი იწვევს საუთარი ავტომანქანის შეძენის სურვილს.

სესხს საქართველოში სხვა სესხის გადაფარვის მიზნითაც ხშირად იღებენ. მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალები აქვთ, რასაც პროცენტი ემატება, ამ მიზეზით ისინი ახალ კრედიტს იღებენ.

სწრაფ სესხებს გადასახადების დაფარვის მიზნითაც იღებენ. თუ ხელფასი ჯერ კიდევ შორსაა და კომუნალურები უკვე კარგს მოგვადგა…

გაითვალისწინეთ-სტატიაში საუბარია იმ ხშირ მიზეზებზე, რის გამოც საზოგადოება სესხს იღებს და რაიმე სახის რეკომენდაციასა და რეკლამას არ ემსახურება.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი