ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  იცოდით რომ ვარსკვლავებს შეუძლიათ თქვენი ფინანსური მდგომარეობა განსაზღვრონ ? საზოგადოების დიდი ნაწილი ჰოროსკოპს ყოველდღიურად ამოწმებს და გადაწყვეტილებებს, მასზე დაყრდნობით იღებს. ამ სტატიიდან გაიგებთ თქვენი ზოდიაქოს ფინანსურ მაჩვენებელს.

1. თევზები 
თევზები გამოირჩევიან მათი გულუხვობით. ისინი მუდმივად დახმარებას უწევენ სხვებს, მით უმეტეს თუ ფინანსურ პრობლემას შეეხება საკითხი. ამ ზოდიაქოს პატრონები ვალებს ზედაპირულად უყურებენ.

2. მერწყული 
ეს ზოდიაქო გამორჩეულია იმით რომ ფინანსურ თემებში ხშირად უმართლებთ. მერწყული ყოველთვის დაკვირვებულია და ენდობა საკუთარ ინტუიციას, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. აღსანიშნავია ისიც რომ ხშირად იყენებენ საკრედიტო ბარათებს.

3. თხის რქა
  ამ ზოდიაქოს ქვეშ მყოფები, ძალიან ეკონომიურები და დაკვირვებულები არიან იმ საკითხებში, რაც ფულს ეხება. ხშირად აკეთებენ დანაზოგს შავი დღისთვის. მარტივად იწყობენ კარიერას და მუდმივ განვითარებაზე ფიქრობენ.

4. მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ხშირად აზარტული თამაშები უყვართ. სამსახურებს იცვლიან და უჭირთ ერთ ადგილთან ადაპტირება. ვალებს ყოველთვის მალევე ისტუმრებენ, რადგან გამოსავლის პოვნა მარტივად შეუძლიათ.

5. მორიელი
 საკმაოდ კონკურენტუნარიანები და ლიდერობის თვისებებით დაჯილდოვებულნი არიან. კოლექტივებში მუდამ გამოარჩევთ მათ. ფინანსურ საკითხებში საკმაოდ ფრთხილები არიან და გადაწყვეტილებას ბევრი ფიქრის შემდეგ იღებენ.

6. სასწორი
 ეს ზოდიაქო საკუთარი ფუფუნებისა და მეგობრებთან ერთად გართობის მიზნით ყველაფერს გააკეთებს. დამოუკიდებლად მუშაობას გუნდურობა ურჩევნიათ და შესაბამისად, სამსახურისთვის დიდ კომპანიებს ირჩევენ.

7. ქალწული
ცდილობენ მუდმივად გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ და შორი პერსპექტივა დაინახონ. ფინანსურ საკითხებს ხშირ შემთხვევაში კონსერვატულად უყურებენ. ქალწულებს, საკმარისი ფული თითქმის ყოველთვის აქვთ.

8. ლომი
 მათ უყვართ ძვირადღირებული ნივთები. გამომუშავებულ თანხას ზედმეტად არასდროს დახარჯავენ. ლომებისთვის კარიერული წინსვლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

9. კიბო
 მათ სიმშვიდის შეგრძნება უყვართ და სამუშაოც ასეთ გარემოში ურჩევნიათ აირჩიონ. კომფორტულად გრძნობენ თავს თუ იციან რომ დანაზოგი აქვთ.

10. ტყუპები
   ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებენ და ზოგჯერ ეს მათ ფინანსებზე უარყოფითად აისახება. ახასიათებთ იმპულსური შესყიდვები. ისინი უარს იტყვიან კარგ სამსახურზე თუ რამე უმნიშვნელოც არ მოეწონათ.

11. კურო
 მათ ფულის შენახვა უყვართ, მაგრამ საკმაოდ რთულად ხარჯავენ. ისინი ორიენტირებულნი არიან სიმდიდრეზე. ზოდიაქოს ნიშნებს შორის სწორედ ისინი ლიდერობენ სიმდიდრის სიყვარულში.

12. ვერძი 
ეს ზოდიაქო ფინანსებთან დაუდევრად იქცევა. საყვარელი ნივთის გამო შეუძლიათ სწრაფი სესხი აიღონ. გამდიდრების სურვილით ისინი ხშირად სარისკო საქმეებზეც წავლენ.

 


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი