ფულის შოვნის ერთი “მარტივი” გზა ინტერნეტით

მატერიალისტურ სამყაროში თითქმის ყველაფერი ფულადი ერთეულით იზომება. ფულის გამომუშავების ან შოვნის მრავალი მეთოდი არსებობს. ზოგი დღეში 1-2 საათი წაიმუშავებს, ზოგი კი დილიდან ღამემდე მუშაობით წელში წყდება. ამ ყველაფერთან ერთად, არსებობს ინტერნეტით თანხის შოვნის საშუალებაც.

ფორექსი, სხვადასხვა სახის დავალებები, საიტების მონახულება – ეს მხოლოდ მცირედია იმ შესაძლებლობებიდან, რომელსაც ინტერნეტ-სივრცე გვთავაზობს. მრავალი ადამიანია ჩართული სარეკლამო ბიზნესში, google-ის გამოყენებით შესაძლებელია ფულის გამომუშავება რეკლამების განთავსებით, როგორც საკუთარ საიტზე, ისე youtube-ის არხზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი მოითხოვს მუშაობას და დიდი ენერგიის ჩადებას საქმეში. მოგება შეიძლება მიზერულიც იყოს და ძალიან დიდი, თუმცა, ყველაფერი მომხმარებელზეა დამოკიდებული.

მათთვის კი, ვისაც ეზარება მთელი დღე წვალება და თვეობით მუშაობა, სხვა ვარიანტებიც არსებობს. ფინანსური პირამიდები ახალი ხილი არაა მოსახლეობისთვის. ეს სახელი უმეტესობას ახსენებს წარსულ პერიოდს, როდესაც ხალხი ცდილობდა გაურკვეველი მეთოდებით ეშოვნა ფული. ამაში სხვებსაც ითრევდნენ და საბოლოოდ ყველა მაინც მშრალზე რჩებოდა. თანამედროვე სამყაროში, როდესაც პირადი ცხოვრებაც კი ინტერნეტ სივრცეშია გადატანილი, გასაკვირი არაა, რომ ხსენებულმა მეთოდმაც ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

არსებობს სხვადასხვა ტიპის საიტები, ისინი არსით ჩვეულერივი პირამიდებია. პროექტებში თანხა ახალი მოთამაშეების ინვესტიციის ხარჯზე, თავად მომხმარებლებს შორის ბრუნავს. ყველა ამ პროექტს სხვადასხვანაირი შინაარსი აქვს, ამას საიტის ლეგენდა ეწოდება. მაგალითად, არსებობს საიტი, სადაც მომხმარებელი უბრალოდ თამაშობს. შეაქვს საიტზე ფული, ყიდულობს ძროხას, ქათამს… და შემდეგ მიღებულ პროდუქტს ყიდის და რეალური თანხა ანგარიშზე გამოაქვს. ესაა პირამიდის კლასიკური ვარიანტი, თამაში და სხვა გასართობი მხოლოდ დროის გაწელვაა მისი შემქმნელისთვის. მომხმარებლებს შეაქვთ თანხა, მათ კიდევ ემატებიან ახალი მომხმარებლები თავიანთი ფულით. თანხის რაოდენობა იზრდება. ძველი მომხმარებელი მოგებას იღებს ახლის ხარჯზე, რადგან მისი შეტანილი ფული გამოაქვს. ამგვარ თამაშის სტილის პირამიდებს ზოგადად ფერმის სახელით მოიხსენიებენ.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.