ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა

ხენანის პორვინციაში მდებარე ქალაქ ჩჟენჩჟოუს ერთ-ერთ მცხოვრებს iPhone 7 აუფეთქდა.
ჩინური მედიის ცნობით, ჩინურ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სმარტფონის მფლობელი ამბობს, რომ მოწყობილობა ვიდეოკამერის გამოყენების დროს აუფეთქდა. მომხმარებლის თქმით, სმარტფონი ორ ნაწილად გასკდა მფლობელი დააზიანა. მამაკაცმა სახისა და ხელის ტრავმა მიიღო.

ჩინური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში ეს iPhone 7-ის აფეთქების პირველი შემთხვევაა. თუმცა, Apple-ის სმარტფონის აფეთქების შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-შიც.
ბრიტანული გამოცემა express-ის ცნობით, ცნობილია კიდევ ერთი ფაქტი iPhone 6 Plus-ის აალების კალიფორნიაში. ეს შემთხვევაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა და როგორც მფლობელი ყვება, მის აპარატს მოულოდნელად გაუჩნდა ცეცხლი.

„გავიგე უცნაური ხმა და ცოტა ხანში ეკრანი აალდა“, – აცხადებს კალიფორნიელი ქალბატონი.

კომპანიაში აღნიშნულ ფაქტებზე განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა აღნიშნავენ, რომ iPhone 7, iPhone 7 Plus და iPhone 6 Plus-ის აალების ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება. Apple-ის ცნობით, აალება შესაძლოა, გამოეწვია ბატარეების გადახურებას.
სმარტფონების აფეთქებისა და აალების შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა. როგორც ცნობილია, კომპანია Samsung-მა საერთოდ შეაჩერა ახალი სმარტფონი note7-ის წარმოება და გაყიდული მოდელები უკან გამოიწვია.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.