Skip to content

12 ეკონომიკური კონცეფცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

1. სარგებელი ვაჭრობიდან

ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის ნებაყოფლობითი გაცვლა, გარიგების მონაწილე ყველა მხარისთვის მომგებიანია.

ვაჭრობის თავისუფლება, ანუ პროდუქციისა და სერვისების გაცვლის შესაძლებლობა, სოციალური კეთილდღეობისა და წესრიგის საკვანძო წინაპირობაა

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ნებისმიერი ეკონომიკური მოქმედებისას, გაცვლილი პროდუქცია ერთნაირი ღირებულების უნდა იყოს. ასევე პოპულარულია აზრი, რომ ვაჭრობის შედეგად მხოლოდ, ერთი მხარე იღებს მოგებას და გარიგების სხვა მონაწილე ან მონაწილეები წამგებიან პოზიციაში არიან. სინამდვილეში, ნებაყოფლობითი გარიგება ხდება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ყველა მონაწილე მხარეს სჯერა და მათი პერსპექტივიდან ეს ნამდვილად ასეა, რომ გაგირებიდან იხეირებენ. ნებისმიერი მეწარმე საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის, თავისუფალ პირობებში გაცილებით მეტი დოვლათის შექმნას შეძლებს, ვიდრე იზოლაციურ და ჩაკეტილ გარემოში. ვაჭრობის თავისუფლება, ანუ პროდუქციისა და სერვისების გაცვლის შესაძლებლობა, სოციალური კეთილდღეობისა და წესრიგის საკვანძო წინაპირობაა.

2. სუბიექტური ღირებულება

ნებისმიერი პროდუქტის და სერვისის ღირებულება, რომელიც განისაზღვრება კერძო ინდივიდის მიერ, არის სუბიექტური რამ. პროდუქცია მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როდესაც მოაქვს სარგებელი მყიდველისთვის. პროდუქციის ფასი არ განისაზღვრება მასზე გაწეული შრომის ან რაიმე სხვა პარამეტრის მიხედვით.

არ არსებობს რაიმე წესი, რომლითაც შესაძლებელია „ობიექტური“ ფასის დადგენა

თავისთავად, პროდუქტის ღირებულება თავად აქტივის იშვიათობაზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, სასმელი წყლის ფასი უდაბნოში გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ისეთ ადგილას სადაც წყალი არ არის დეფიციტური. გარკვეული პროდუქცია სხვადასხვა გარემოში შეიძლება, სხვადასხვა ფასი ღირდეს და არ არსებობს რაიმე წესი, რომლითაც შესაძლებელია „ობიექტური“ ფასის დადგენა. დოვლათის შექმნა ხდება უბრალოდ საკუთრების უფლების ერთი ინდივიდისგან მეორეზე გადაცემით.

3. ალტერნატიული ღირებულება

არაფერია უფასო. ნებისმიერი პროდუქციის თუ სერვისის ფასი წარმოადგენს იმას, თუ რას გაიღებს ინდივიდი ამ პროდუქტის მისაღებად. ჩვენს მიერ გაკეთებული ნებისმიერი არჩევანის უკან, დგას — უარყოფილი ალტერნატივა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გავაკეთოთ საუკეთესო არჩევანი არსებულ ვარიანტებს შორის. თუმცა, ჩვენს მიერ უარყოფილ ალტერნატივას ყოველთვის აქვს თავისი კონკრეტული ფასი.

მაგალითად, ამ სტატიის კითხვის მაგივრად თქვენ შეგეძლოთ. სხვა რამ გაგეკეთებინათ და საკუთარი დრო, როგორც რესურსი სხვა საქმიანობისთვის გამოგეყენებინათ. ალტერნატიული ღირებულება არის უარყოფილი არჩევანი. ის, რასაც გააკეთებდით სხვა შემთხვევაში და რა სარგებელსაც მიიღებდით დრო ან ფული რომ სხვაგვარად დაგეხარჯათ.

ყველა გადაწყვეტილებას აქვს ალტერნატიული ღირებულება.

4. სპონტანური წესრიგი

საზოგადოება ყალიბდება და ცხოვრობს არა რაიმე გეგმის ან ზევიდან ქვევით ვერტიკალის მიხედვით, არამედ ყოველი ინდივიდი თავისი ინტერესიდან გამომდინარე იქცევა.

სპონტანური წესრიგი ეს არის წესრიგი, რომელიც იქმნება ადამიანებს შორის თავისუფალი ურთიერთობის პირობებში. ეს არ არის წესები, რომელიც რომელიმე ინტელექტუალის თავში დაიბადა — როგორ უნდა გამოვიყურებოდე, როგორ უნდა ვცხოვრობდე, რამდენი უნდა მქონდეს ხელფასი, რა უნდა ღირდეს ჩემს მიერ დამზადებული პროდუქტი და ა.შ.

სპონტანური წესრიგი წარმოშობილია ადამიანების თავისუფალი გადაწყვეტილებებით. მე ვაწარმოებ ერთ ნივთს, თქვენ აწარმოებთ — სხვას. ჩვენ გვაქვს თავისუფლება, რომ ერთმანეთში გავცვალოთ პროდუქტები, ანუ ვივაჭროთ. მე ვაკეთებ იმას, რაც მე მომწონს და რაც მიმაჩნია, რომ კარგად გამომდის. ამას არავინ განსაზღვრავს და ადგენს ჩემს მაგივრად. სპონტანური წესრიგი ეს არ არის ვინმეს ჩაფიქრბული წესრიგი. ეს არის წესრიგი, რომელიც მე, ადამიანმა თვითონ დავადგინე სხვა ადამიანებთან ურთიერთობით.

ამით განსხვავდება სპონტანური წესრიგი სახელმწიფოს, ან ხელისუფლებაში, მყოფი ადამიანების ჯგუფის მიერ დანერგილი, დადგენილი წესრიგისგან. შესაბამისად, ასეთ სპონტანურ წესრიგში თვითონ განვსაზღვრავ, რა არის ჩემთვის ბედნიერება და პირიქით, რა ფასად მიღირს სახლის ან მანქანის გაყიდვა, რა ხელფასზე მიღირს მუშაობა, რა ხელფასის გადახდა მიღირს სხვა ადამიანებისთვის და ა.შ.

5. სტიმულები

ყველა ადამიანი ცდილობს, გაზარდოს საკუთარი კეთილდღეობა. ყველა ადამიანის ბუნებრივ მიზანს წარმოადგენს, იყოს უკეთესად — ჰქონდეს უფრო მეტი შემოსავალი ან რაიმე სხვა მიზნისკენ ისწრაფვოდეს. მაგალითად, იყოს ყველაზე გავლენიანი, იყოს ყველაზე ცნობილი, ცხოვრობდეს სოფელში ან პირიქით — ცხოვრობდეს ქალქში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანები ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს იღებენ იმ სტიმულებით, რომ იცხოვრონ უკეთესად და ამაში ყველა მათგანი გულისხმობს იმას, რაც მას აბედნიერებს. სწორედ ეს არის ყველასთვის საერთო სტიმული რის საფუძველზეც მოქმედებნ ადამიანები და რის საფუძველზეც ვიღებთ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს.

6. შედარებითი უპირატესობები

ინდივიდებს შორის თანამშრომლობა და სერვისების და პროდუქტების გაცვლა, ბუნებრივად ქმნის ღირებულებას, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მწარმოებელს შეუძლია, მომხმარებელს მიაწოდოს კონკრეტული პროდუქტი ან სერვისი იმაზე უფრო იაფად, ვიდრე თავად მომხმარებელს დაუჯდებოდა მისი წარმოება. ეკონომიკური სუბიექტი, იქნება ეს ცალკეული ადამიანი თუ სახელმწიფო, მომგებიან პოზიციაშია მაშინ, როდესაც სპეციალიზდება იმ პროდუქციისა და სერვისების წარმოებაზე, რომლის წარმოებისასაც მაქსიმალურად ეფექტურია.

შედარებითი უპირატესობების მაგალითად გამოდგება საფრანგეთის მაგალითი, რომელიც მსოფლიოში პოპულარულია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. განსაკუთრებით, ღვინით, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს ბაზარზე. ამ კუთხით საფრანგეთი ფლობს შედარებით უპირატესობას მაგალითად მის მეზობელ ბელგიასთან.

7. ცოდნის და ინფორმაციის პრობლემა

არც ერთ კონკრეტულ ადამიანს ან ჯგუფს არ აქვს საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია იმისთვის, რომ გადაწყვიტოს სოციალური წესრიგის და კეთილდღეობის პრობლემა. ამის მიზეზი გასაგებია — წესრიგისთვის აუცილებელი ინფორმაცია, მთლიანად საზოგადოებაში ტრიალებს და მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი კონკრეტულ, ყოველდღიურ ეკონომიკურ, არჩევანს აკეთებს. შეუძლებელია, რომელიმე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კონცეფციაში არსებობდეს გასაღები კაცობრიობის „სწორი“ განვითარებისთვის. ვინაიდან გადაწყვეტილებები მიიღება ინდივიდუალურ დონეზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. შესაბამისად, შეუძლებელია არსებობდეს ერთი კონკრეტული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ექნება სრული და საჭირო ინფორმაცია ყველა სოციალური და ეკონომიკური პრობლემის გადასაწყვეტად.

8. ხილული და უხილავი

ხელშესახებ და დათვლად ეფექტებთან ერთად, არსებობს ფარული და უხილავი ღირებულება და გამოუყენებელი შანსები. ეკონომიკის ეს ფენომენი კარგად არის ახსნილი ფრედერიკ ბასტიას ესსეში “ის რაც ჩანს და ის რაც არ ჩანს”. ესსეში მოყვანილია ჩატეხილი შუშის მეტაფორა. მეტაფორის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მცირეწლოვანმა ბავშვმა საცხობის შუშის ვიტრინა ჩაამტვრია. მოცემულობიდან გამომდინარე საცხობის მეპატრონე იძულებულია, გამოცვალოს შუშა და ახალი შეიძინოს. ერთი შეხედვით შუშის მწარმოებელი ამ თანხით გამდიდრდა, მას შეუძლია უფრო მეტი დახარჯოს. ანუ, უფრო მეტი პროდუქცია შეიძინოს, რაც წაადგება ეკონომიკას. თუმცა, მეორე მხარეს გვყავს საცხობის მეპატრონე, რომელიც იმავე თანხით გაღარიბდა და უფრო ნაკლების დახარჯვა შეუძლია. იმ თანხით, რაც საცხობის მეპატრონემ შუშის გამოსაცვლელად გადაიხადა მას შეეძლო სხვა რამ გაეკეთებინა ან სხვა პროდუქცია ეყიდა. ვინაიდან მცხობელი იძულებულია თანხა შუშაში გადაიხადოს, იგი ვეღარ შეძლებს შეიძინოს სხვა პროდუქცია, რომელიც მას ასევე ჭირდება (მაგალითად, ფეხსაცმელი). შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რომ მეწაღემ მისი პოტენციური მოგება დაკარგა. გარკვეულწილად დაზარელებულია ყველა იმ პროდუქციის მწარმოებელი, რომელსაც იყიდდა მცხობელი რომ არა ჩატეხილი შუშა. სწორედ ეს წარმოადგენს ერთი შეხედვით უხილავ ფაქტს. რადგან შეუძლებელია დავითვალოთ ვერ ნაყიდი პროდუქციის ფასი და რაოდენობა, სწორედ ეს წარმოადგენს უხილავ ღირებულებას. ჩატეხილი შუშა, როგორც წესი არ ამდიდრებს ეკონომიკას, არამედ აზარალებს მას იმდენით, რაც არის მისი ღირებულება.

9. დადგენილი წესები

ინსტიტუციების მიერ დადგენილი წესები პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ არჩევანზე და ცხოვრებაზე. სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები მოქმედებს მათ შორის ჩვენს ყოველდღიურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. სახელმწიფოს მიერ თუნდაც ერთი შეხედვით პირდაპირ კავშირში არ მყოფი საკანონმდებლო გადაწყვეტილელები, დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზეც.

ინსტიტუციების მიერ დადგენილი წესები პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ არჩევანზე და ცხოვრებაზე

შესაბამის მაგალითად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვა გამოდგება. ამ შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეებს, გვეზღუდება არჩევანი და ალტერნატივა, განვკარგოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონება ისე, როგორც ეს ჩვენ მიგვაჩნია სწორად. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანი იყო სავიზო რეგულაციების გამკაცრება ირანთან და ჩინეთთან რის შედეგადაც ჩვენი სავალუტო დანაკლისი დაახლოებით 100 მილიონი დოლარი იყო.

ეფექტური საჯარო და სახელმწიფო ადმინისტრირება სწრაფი ეკონიმიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

10. მიზანი და მოქმედება

ყოველი ადამიანი აკეთებს არჩევანს და მოქმედებს იმ მოტივაციით, რომ გაიუმჯობესოს საკუთარი მდგომარეობა. ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები და არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ ინსპირირებულია იმ აზრით და იმ მიზნით, რომ გავიუმჯობესოთ ცხოვრება.

ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ ინფრომაციას და გადავამუშავებთ მას რის საფუძველზეც, თითოეული ჩვენგანი ცდილობს მიიღოს რაციონალური და ოპტიმალური გადაწყვეტილება — გააკეთოს საუკეთესო არჩევანი. ჩვენი ყოველდღიურობა იცვლება და იცვლება ქმედებებიც და გადაწყვეტილებებიც. ერთადერთი რაც უცვლელი რჩება, არის მოტივაცია გავიუმჯობესოთ საკუთარი მდგომარეობა. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიგვაჩნია ყველაზე ოპტიმალურ და რაციონალურ გზად ჩვენი დასახული მიზნისკენ.

11. სამოქალაქო საზოგადოება

ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანება ყველა სოციალური ფენისთვის იძლევა საშუალებას, რომ ითანამშრომლონ მშვიდობიანად, შექმნან ღირებული პროდუქცია და გაიღრმავონ ნდობა ერთმანეთის მიმართ.

კეთილდღეობა სწრაფად იზრდება იქ, სადაც ყოველი ადამიანის პირადი თავისუფლება დაცულია და ყველა მოქალაქეს ხელი მიუწვდება სამოქალაქო თავისუფლებებზე.

ჩვენ დამოკიდებული ვართ და უშუალოდ ვმონაწილეობთ უაღრესად რთულ, კომპლექსურ და უდიდეს თანამშრომლობის ქსელში. ნებაყოფლობითი თანამშრომლობა საერთო საქმიანობის აქტს წარმოადგენს, რომელიც ურთიერმომგებიანია ყველა მონაწილისთვის. ასეთი თანამშრომლობა აძლევს ადამიანს საშუალებას სპეციალიზდეს საკუთარი ცოდნის გაღრმავებაზე და სხვეთან კოოპერაციაზე. ვაჭრობა გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ ჩვენი მოგება და ამ გზით გავიუმჯობესოთ მდგომარეობა, დაგვრჩეს უფრო მეტი თავისუფალი დრო, განვახორციელოთ ჩვენი პირადი პროექტები და მივსდიოთ ჩვენს ოცნებებსა და სურვილებს.

ცხადია, ამგვარი მდგომარეობა გაცილებით უფრო მარტივად მიიღწევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური თუ სხვა მავნე განწყობებისგან თავისუფალ საზოგადოებებში. კეთილდღეობა სწრაფად იზრდება იქ, სადაც ყოველი ადამიანის პირადი თავისუფლება დაცულია და ყველა მოქალაქეს ხელი მიუწვდება სამოქალაქო თავისუფლებებზე.

12. მეწარმეობა (ანტრეპრენორობა)

ეს არის არსებული შესაძლებლობების გამოყენება, არსებული რესურსების უფრო ეფექტურად მართვა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება. სწორედ კერძო ინიციატივა არის ეკონომიკის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. ანტრეპრენორები არიან ადამიანები, რომლებიც ახდენენ ახალი იდეების გენერირებას და განხორციელებას, აფუძნებენ ახალ ბიზნესს, ასაქმებენ ადამიანებს და წინ მიყავთ ქვეყნის ეკონომიკა.

ანტრეპრენორობა და კერძო ინიციატივა ქვეყნის ეკონომიკის მთავარი წამყვანი ძრავებია

ადამიანიების ინიციატივა აწარმოონ ბიზნესი მხოლოდ მათ გამდიდრებას არ ნიშნავს. ეს წარმოადგენს ახალ შესაძლებლობებს სხვებისთვისაც. სწორედ ანტერპრენორების ინიციატივები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისეთ ტენლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Apple, Tesla, Amazon და ა.შ.

ანტრეპრენორობა წარმოადგენს ახალი იდეების გენერერიბას, იმ მოტივაციით, რომ გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრება. ანტრეპრენორობა და კერძო ინიციატივა ქვეყნის ეკონომიკის მთავარი წამყვანი ძრავებია.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.