ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ორგანიზაციები საქართველოში

საქართველოში არსებული მოსახლეობის სამუშაო ძალა საშუალოდ 2 მილიონი ადამიანია.  სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მათგან დაახლოებით 12% – უმუშევარია. ქვეყანაში არსებულ ყველაზე მსხვილ  კომპანიებს დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. ესენი არიან :

  1. “ჯორჯიან მანგანეზი”

კომპანიას 5 100-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. ”ჯორჯიან მანგანეზი” -ს  ქართულ აქტივებშია:  ”ვარციხეჰესი”, ჭიათურ-წყალი”, ”ფერომედი” და ”ჯი-ეი-ეი მენეჯმენტი”,  დასაქმებულთა რაოდენობა კი დაახლოებით 6 000 ადამიანამდეა.

2. სამედიცინო კორპორაცია ”ევექსი”

სამედიცინო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია, ფართო პროფილისა და სპეციალიზებული საავადმყოფოების საქმიანობას ეწევა და  დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 10 700-ია.

3. ”ენერგო-პრო ჯორჯია”

შემდეგი მსხვილი დამსაქმებელი კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯია”, დაახლოებით 5 582 ადამიანს ასაქმებს.

4. ”თბილსერვის ჯგუფი”

”თბილსერვის ჯგუფი”  უზრუნველყოფს დაგვა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, პარკების მოვლა-დასუფთავებას, მიწისქვეშა გადასასვლელებისა თუ შადრევნების გამართულ მუშაობას და ა.შ. კომპანია დაახლოებით 4 800 ადამიანს ასაქმებს.

მსხვილ დამსაქმებელთა სიაში შედის ასევე ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია “ნიკორა”, რომელიც 3 800 ადამიანს ასაქმებს ამ ეტაპზე. სიაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს “საქართველოს ფოსტაც”. ამ კომპანიაში საშუალოდ 3 000 ადამიანია დასაქმებული.

მსხვილ დამსაქმებელთა რიგებს იკავებს: “ჯეო ჰოსპიტალსი”, “ავერსი ფარმა” და “საქართველოს რკინიგზა”.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი