5 მილიარდერი ქალი, რომელთაც ქონება თვითონ დააგროვეს

მსოფლიოში სულ 88 მილიარდერი ქალია, რომლებმაც ქონება თავად დააგროვეს. მათი საერთო ქონება ჯამში 194 მილიარდი დოლარია.
The Hurun Report-ის ანგარიშის თანახმად, ე.წ. სელფ მეიდ მილიარდერი ქალების უმრავლესობა – 56 ჩინეთიდანაა, მეორე ადგილზე კი აშშ-ია – 15 მილიარდერით.

ჩენ ლიხუა – 7,2 მილიარდი დოლარი
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ბიზნესქალბატონი, 76 წლის ჩინ ლიხუა 7,2 მილიარდი დოლარის მფლობელია. ჩინელი ბიზნესმენი სიღარიბეში გაიზარდა, თუმცა ახლა საინვესტიციო კომპანია FuWah-ის მფლობელია.
ჩჟუ ცუნფეი – 6 მილიარდი დოლარი
47 წლის ცუნფეი 2015 წელს პირველი იყო იმ მილიარდერი ქალბატონების რეიტინგში, რომლებაც ქონება თვითონ დააგროვეს. ჩინელი მილიარდერი ტექნოლოგიური კომპანია Lens Technology-ს დამფუძნებელია. თუმცა, მანამდე ის ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა, სადაც სიღარიბეში იზრდებოდა. პირველად მან მუშაობა საამქროში, მუშად დაიწყო.

ჩჟოუ ჰონგვენი – 5,5 მილიარდი დოლარი
კონსალტინგური კომპანია Tomorrow Group-ის თანადამფუძნებელი, რომლის ქონებაც 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ტინა გრინი – 5,5 მილიარდი დოლარი
ბრიტანელი ქალბატონი ტინა გრინი მეუღლესთან, ფილიპ გრინთან ერთად მონაკოში ცხოვრობს. გრინი და მისი მეუღლე უძრავი ქონების გიგანტი კომპანია Arcadia-ს დამფუძნებლები არიან. თავად 64 წლის ტინა გრინი „არკადიას“ მფლობელობაში მყოფი სხვადასხვა კომპანიების ყველა აქციის მფლობელია.
ჩენ ჩუნმეი – 5,3 მილიარდი დოლარი
52 წლის ჩინელი ქალბატონი ვიდეო თვალთვალის მოწყობილობების უმსხვილესი კომპანიის Hikvision Digital Technology მფლობელია და თანადამფუძნებელია.

Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 000 ლარი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა არ გადავიხდი ახალი პროექტი ბინა დოლარი ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხს ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.