ბარისახოში დეკას ჩაის წარმოება დაიწყო

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში მცენარეული ჩაის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.
საწარმო, რომელიც მხოლოდ ველურ მცენარეებს (დეკა, მოცვი, პიტნა, კრაზანა და ა.შ.) გადაამუშავებს, 5 ადამიანისაგან შემდგარ კოოპერატივს ეკუთვნის.
კოოპერატივის დირექტორის ომა არაბულის თქმით, საწარმოში ამ ეტაპზე კოლოფის დიზაინზე მუშაობენ, რის გამოც პროდუქცია ბაზარზე მომავალი თვიდან გამოჩნდება.
კოოპერატივი „არაგველები“ სულ 7 სახეობის ჩაის წარმოებას აპირებს, მათ შორის – დეკას ფოთლის; დეკას ფოთლისა და ყვავილის; დეკასა და მოცვის ფოთლის; დეკას მოცვისა და ველური პიტნის; მოცვისა და პიტნის ჩაი ერთად და ა.შ.
ომარ არაბულის ცნობით, მომავალში წარმოებული ჩაის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.
პროექტის ღირებულება 131 ათასი ლარი იყო. საწარმოში ამჟამად დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული.
რაც შეეხება წარმადობას, არაბული აღნიშნავს, რომ საწარმოს დღეში 300 კილოგრამი ნედლი მცენარეულის გაშრობა და თვეში დაახლოებით, 10 ათასი ჩაის კოლოფის გამოშვება შეუძლია.

მასალის გამოყენების პირობები
Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.