ბაზარზე პირველი ქართული ვისკი JIMSHER გამოჩნდება

თბილისი (BPI) – ბაზარზე პირველი ქართული ვისკი JIMSHER გამოვა.
ქართული ვისკი JIMSHER-ის პრეზენტაცია 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე რესტორან “ლოლიტაში” გაიმართება.
ახალი ქართული პროდუქტის შექმნა ჯიმი ჩხაიძეს ეკუთვნის. ვისკი JIMSHER არის ტრადიციული ვისკის ტექნოლოგიით და ქართული მარცვლეულისგან დამზადებული სასმელი. პრეზენტაციაზე სამ სახეობის ვისკი იქნება წარმოდგენილი: ვისკი – ტრადიციული საფერავის ნამყოფი კასრში; ვისკი – წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი და ქართული ბრენდის კასრში ნამყოფი ვისკი.
“საუკეთესო შოტლანდიური ტრადიციების მიხედვით დამზადებული ვისკის განმეორებითი დავარგება – ხდება წინანდლის, საფერავისა და ქართული ბრენდის მუხის კასრებში, რომლებშიც მანამდე, სწორედ აღნიშნული სახეობის სასმელების დავარგება ხდებოდა. შედეგად მივივიღეთ 3 სახეობის ვისკს, რომლებიც ვისკის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას – ქართული აქცენტებით გვიყვება და ეს აქცენტები იმდენად უნიკალურია, რომ ვფიქრობ სრულიად ჩრდილავს მის ფუნდამენტს და წინა პლანზე გადმოდის.”-აცხადებს ჯიმშერ ჩხაიძე. სასმელის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა. ვისკი საქართველოს გარდა საექსპორტო ბაზარზეც გავა, რაც საშუალებას იძლევა მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გაზიარებას.

მასალის გამოყენების პირობები
Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი
mysesxi Written by:

MYSESXI.GE წარმოადგენს გამოყნებით ვებსაიტს რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლს სწორი არჩვნის გაკეთებაში.